Forbes-მა დაასახელა რუსი მილიარდერები, რომლებმაც 2022 წელს ყველაზე მეტი კაპიტალი დაკარგეს

ჟურნალმა Forbes-მა, 2022 წელს ყველაზე მეტად გაღარიბებული რუსი მილიარდერების ათეულის რეიტინგი შეადგინა, რომლის სათავეშიც „სევერსტალის“ მთავარი აქციონერი ალექსეი მორდაშოვი და მისი ოჯახი მოექცა. 

მორდაშოვისა და მისი ოჯახის ქონება გასული წლის განმავლობაში $11,1 მილიარდით, $18,4 მილიარდამდე შემცირდა.

რუსული შავი მეტალურგია გახდა ერთ-ერთი სექტორი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა დასავლეთის სანქციებით, - აღნიშნავს Forbes-ი.

მეორე ადგილზეა Wildberries Marketplace-ის დამფუძნებელი ტატიანა ბაკალჩუკი, რომლის ქონება ერთი წლის განმავლობაში $8,3 მილიარდით $4,7 მილიარდამდე შემცირდა.

რეიტინგის სამეულს ოლეგ ტინკოვი ხურავს. Forbes-ის მონაცემებით, მეწარმის ქონება, რომელმაც აპრილში TCS Group-ის წილი ვლადიმერ პოტანინს მიჰყიდა, $5,9 მილიარდით $0,87 მილიარდამდე შემცირდა.

გამოცემის თანახმად, რუსეთში ყველაზე გაღარიბებულ ბიზნესმენთა ათეულში ასევე არიან რომან აბრამოვიჩი (მისი ქონება $5,6 მილიარდით $8,7 მილიარდამდე შემცირდა);

გაღარიბებული მილიარდერების სიაშია „ლუკოილის“ ხელმძღვანელი და მთავარი მფლობელი ვაგიტ ალეკპეროვი (-$5,1 მილიარდი, $21 მილიარდამდე), ასევე ლეონიდ ფედუნი და მისი ოჯახი (-$4,2 მილიარდი, $7,5 მილიარდამდე), Renova ჯგუფის დამფუძნებელი ვიქტორ ვექსელბერგი (-$4,1 მილიარდი, $5,2 მილიარდამდე), Novatek-ის აქციონერი გენადი ტიმჩენკო (-$3,97 მილიარდი, $20,8 მილიარდამდე), „ნოვატეკის“ საბჭოს თავმჯდომარე ლეონიდ მიხელსონი (-$3,3 მილიარდი, $24,4 მილიარდამდე), ასევე რუსული სპილენძის კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იგორ ალტუშკინი (-$2, 8 მილიარდი, $3,4 მილიარდ დოლარამდე).