თეგი: რუსი ჯაშუში
ნიდერლანდში რუსეთის დაზვერვის ოფიცერი დააკავეს, რომელიც ჰააგის სასამართლოში სტაჟორად მოწყობას ცდილობდა
ნიდერლანდის გენერალური დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის (AIVD) ცნობით, დააკავეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი, რომელიც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სტაჟიორის სამუშაოს მიღებას ცდილობდა. AIVD-ის ხელმძღვანელი ერიკ აკერბუმი აცხადებს, რომ მისი ნამდვილი სახელია სერგეი ვლადიმიროვიჩ ჩერკასოვი. ნიდერლანდში მას შესსვლა ვიქტორ მიულერ ფერეირას სახელით სურდა. ჩერკასოვი, AIVD-ის თანახმად, აპირებდა სტაჟირებას ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. შედეგად, მას სურდა საიდუმლო მონაცემებზე ჰქონოდა წვდომა, მათ შორის რუსი სამხედრო მოსამსახურეების მიერ საქართველოში (2008 წელს) და უკრაინაში (2022 წელს) შესაძლო სამხედრო დანაშაულების ჩადენის შესახებ მიმდინარე გამოძიების მასალებზე. დაკავებული ჩერკასოვი დეპორტირებული ბრაზილიაშია დეპორტირებული.
პოლონეთში რუსული ჯაშუშური ქსელის კიდევ ერთი წევრი დააკავეს
პოლონეთმა დააკავა რუსული ჯაშუშური ქსელის კიდევ ერთი წევრი, რითაც გამოძიების შედეგად დაკავებულთა საერთო რაოდენობა 15-მდე გაიზარდა, განაცხადა ორშაბათს შინაგან საქმეთა მინისტრმა. პოლონეთი მოსკოვს დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს. გამოძიების ცნობით, ეჭვმიტანილი სამხედრო ობიექტებსა და საზღვაო პორტებს აკონტროლებდა. პროკურორებმა განაცხადეს, რომ დაკავებული უკრაინის მოქალაქეა, რომელიც პოლონეთში 2019 წლიდან იმყოფებოდა და დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში მას 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პროკურორების თქმით, ის წინასწარ პატიმრობაში იქნება. ჯაშუჯობაში ბრალდებულები პოლონეთში მარტსა და ივნისშიც დააკავეს. პროკურორებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ გამოძიების ფარგლებში შემდგომი დაკავებები გამორიცხული არ არის.