ნიდერლანდის გენერალური დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის (AIVD) ცნობით, დააკავეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი, რომელიც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სტაჟიორის სამუშაოს მიღებას ცდილობდა.
AIVD-ის ხელმძღვანელი ერიკ აკერბუმი აცხადებს, რომ მისი ნამდვილი სახელია სერგეი ვლადიმიროვიჩ ჩერკასოვი. ნიდერლანდში მას შესსვლა ვიქტორ მიულერ ფერეირას სახელით სურდა.
ჩერკასოვი, AIVD-ის თანახმად, აპირებდა სტაჟირებას ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. შედეგად, მას სურდა საიდუმლო მონაცემებზე ჰქონოდა წვდომა, მათ შორის რუსი სამხედრო მოსამსახურეების მიერ საქართველოში (2008 წელს) და უკრაინაში (2022 წელს) შესაძლო სამხედრო დანაშაულების ჩადენის შესახებ მიმდინარე გამოძიების მასალებზე.
დაკავებული ჩერკასოვი დეპორტირებული ბრაზილიაშია დეპორტირებული.