თეგი: რუსული ბრილიანტი

G7 რუსული ბრილიანტების იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდა

დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსული ბრილიანტების იმპორტზე იანვრიდან პირდაპირი აკრძალვა დააწესონ, რათა მოსკოვის შემოსავლები მის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე შეაჩერონ. ზომების გასაძლიერებლად, G7-ის ის წევრები, რომლებიც უხეში ალმასის ძირითადი იმპორტიორები არიან, პირობას დებენ, რომ შიდა ვაჭრობის მონიტორინგის გადამოწმების მექანიზმს მომავალი სექტემბრისთვის შეიმუშავებენ. G7-ის ქვეყნები, მათ შორის კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, აშშ და დიდი ბრიტანეთი, ალმასის მსოფლიო ბაზრის 70%-ს წარმოადგენენ. რუსული ბრილიანტის გაყიდვის აკრძალვას ასევე ითვალისწინებს ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტი. ეს ღონისძიება მიზნად ისახავს რუსული ალმასით ვაჭრობის სრულ სპექტრს. დამტკიცების შემთხვევაში, ის ძალაში პირველი იანვრიდან შევა. ევროკომისიამ რუსული ბრილიანტის აკრძალვა დაამტკიცა - AFP  

შვეიცარიამ რუსული ბრილიანტის იმპორტი აკრძალა

შვეიცარიამ რუსული ალმასის იმპორტი აკრძალა. ქვეყანა ევროკავშირის სანქიცების მე-12 პაკეტს უერთდება. აკრძალვა დღეიდან შევიდა ძალაში. „ამგვარად, შვეიცარია უერთდება 2023 წლის 6 დეკემბერს G7-ის სამიტზე შეთანხმებულ ზომებს, რათა რუსეთს ეს მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო ჩამოერთვას," - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში. შვეიცარიამ განაცხადა, რომ აფართოებს აკრძალული ექსპორტის სიას, რომელიც შეიძლება, გამოყენებულ იყოს რუსეთის სამხედრო და ტექნოლოგიური სექტორების გასაძლიერებლად.   

აშშ-მ რუსული ბრილიანტების იმპორტი აკრძალა

აშშ-ს საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) 8 თებერვალს დააწესა აკრძალვა რუსეთში მოპოვებული არაინდუსტრიული ბრილიანტების შესახებ, აკრძალა მათი ექსპორტი, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ისინი დამუშავებული რუსეთში თუ არსებითად გარდაქმნილი მესამე ქვეყანაში. ახალი სანქციები შეესაბამება დიდი შვიდეული (G7) ქვეყნების ვალდებულებას, დააწესოს ეტაპობრივი შეზღუდვები რუსეთში მოპოვებული ბრილიანტების იმპორტზე. აკრძალვაში შედის რუსეთიდან ექსპორტირებული ბრილიანტის სამკაულების და დაუხარისხებელი ბრილიანტების იმპორტი. „ახალი სანქციები პირველი მარტიდან ამოქმედდება ბრილიანტების გარკვეული კატეგორიისთვის და აშშ კიდევ უფრო გააფართოებს სიას დამატებით კატეგორიებში 2024 წლის პირველი სექტემბრიდან, აღნიშნა OFAC-მა.  

კანადა რუსული ბრილიანტის იმპორტზე დამატებით შეზღუდვებს აწესებს

კანადის მთავრობის განცხადებით, კანადა აწესებს დამატებით შეზღუდვებს რუსეთიდან რუსული ბრილიანტებისა და სამკაულების იმპორტზე, რაც ეხება 1 კარატსა და მეტი წონის სამკაულს. კანადის მთავრობა აღნიშნავს, რომ რუსეთი მსოფლიოში უხეში ალმასის უმსხვილესი მწარმოებელია, რომლის წარმოება 2022 წელს 4,7 მილიარდ დოლარზე მეტადაა შეფასებული. რუსეთის ფედერაცია ასევე არის ბრილიანტისა და ალმასის პროდუქტების მნიშვნელოვანი გლობალური ექსპორტიორი, მისი მთლიანი ექსპორტის ღირებულება იმავე 2022 წელს დაახლოებით 5,2 მილიარდ დოლარს აღემატება. „ეს ნაბიჯი ემთხვევა G7-ის ლიდერების მიერ 2023 წლის თებერვალში, მაისსა და დეკემბერში აღებულ ვალდებულებებს, რომ „შეზღუდონ პუტინის რეჟიმის შემოსავალი რუსეთიდან არაინდუსტრიული ალმასის ექსპორტიდან“, განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ. შეგახსენებთ, რომ G7-ის ქვეყნებმა 6 დეკემბერს ვირტუალური სამიტის შედეგების შემდეგ გამოაცხადეს თავიანთი განზრახვა, დაწესდეს შეზღუდვები რუსული წარმოების ბრილიანტებზე. 2024 წლის პირველი სექტემბრისთვის, G7-ის ქვეყნები, რომლებიც უხეში ალმასის მთავარი იმპორტიორები არიან, შექმნიან მექანიზმს უხეში ალმასის შემოწმებისა და სერტიფიცირებისთვის და ამ საკითხზე კონსულტაციებს გაივლიან მწარმოებელ ქვეყნებთან და პარტნიორებთან.