შვეიცარიამ რუსული ალმასის იმპორტი აკრძალა. ქვეყანა ევროკავშირის სანქიცების მე-12 პაკეტს უერთდება. აკრძალვა დღეიდან შევიდა ძალაში.
„ამგვარად, შვეიცარია უერთდება 2023 წლის 6 დეკემბერს G7-ის სამიტზე შეთანხმებულ ზომებს, რათა რუსეთს ეს მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო ჩამოერთვას," - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
შვეიცარიამ განაცხადა, რომ აფართოებს აკრძალული ექსპორტის სიას, რომელიც შეიძლება, გამოყენებულ იყოს რუსეთის სამხედრო და ტექნოლოგიური სექტორების გასაძლიერებლად.