თეგი: სამეგრელო
სამეგრელოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, სამეგრელოს რეგიონში, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტს ინახავდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში 38 115 ლარის ღირებულების 8 470 კოლოფი უაქციზო სიგარეტია ამოღებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში,
ძმისშვილის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის დაკავებული კაცის ოჯახი წევრები ბრალდებას სიცრუეს უწოდებენ
ჩემი ქმარი უსამართლოდაა დაკავებული. ბავშვის დედას არ აინტერესებს შვილები, - ამის შესახებ ძმისშვილის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დაკავებული კაცის ოჯახის წევრმა განაცხადა. „ჩემი ქმარი უსამართლოდაა დაკავებული. ბავშვის დედას არ აინტერესებს შვილები - ერთს ჩვენ ვზრდით, მეორეს მული და მესამე მასთან არის. ბავშვს დედამ შთააგონა, რა და როგორ უნდა ეთქვა. მისი ინტერესი აქვს, ეს სახლ-კარი უნდა და მიზეზიც ეს არის. ასეთი ტყუილი მოიგონა“, - აცხადებს დაკავებული მამაკაცის მეუღლე. შეგახსენებთ, სამეგრელოში, მცირეწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 28 წლის მამაკაცი დააკავეს. დაკავებულს სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენას ძმისშვილის მიმართ ედავებიან.
სამეგრელოში, სოფელ ჩხორიაში სწრაფი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა
სამეგრელოში, სოფელ ჩხორიაში სწრაფი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა.გავცრლებული ინფორმაციით, ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა.მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
სამეგრელოში ძლიერმა ქარმა სახლები დააზიანა
სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში ძლიერმა ქარმა სხვადასხვა ინფრასტრუქტურისა და საკუთრების დაზიანება გამოიწვია. ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს. დაზიანდა 966 კერძო საცხოვრებელი სახლის და 38 საცხოვრებელი კორპუსის, 2 ამბულატორიის შენობის, 5 საბავშვო ბაღის, 5 საჯარო სკოლის 3 საჯარო სკოლის დარბაზის, 10 ადმინისტრაციული შენობის სახურავი. ელექტროენერგია არ მიეწოდება 114 ადმინისტრაციულ ერთეულს. მუნიციპალური სამსახურებისა და ენერგო პრო ჯორგიას ჯგუფების მიერ მინდინარეობს 24 საათიან რეჟიმში მუშაობა. წუხელ გვიან ღამით აბაშაში სოფელ მარანში დოლიძეების საცხოვრებელ სახლს მთლიანად გადახადა ქარმა სახურავი, იყო სახლის დანგრევის საფრთხე ამიტომაც აბაშის მერიის მიერ მოხდა ოჯახის გადაყვანა სასტუმროში. უსაფრთხოებიდან გამომდინარე ზუგდიდის მთავარი ნაძვის ხის დემონტაჟის გადაწყვეტილება იყო მიღებული. ზუგდიდის მერიის კეთილმოწყობის ცენტრის მიერ მოხდა თავისუფლების მოედანზე არსებული ნაძვის ხის დემონტაჟი. „პირველ რიგში მინდა დავიწყო მადლობით და მადლობა გადავიხადო უამრავ ადამიანს რომელიც ამ ურთულეს მეტეოროლოგიურ პირობებში, ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად მუშაობს იმისთვის რომ სხვების უსაფრთხოება იყოს დაცული, ვგულისხმობ მუნიციპალურ სამსახურებს, საგანგებო სიტუაციების სამსახურს, შსს სხვადასხვა ქვედანაყოფებს, ენერგო-პროს, სოკარის ავარიულ ჯგუფებს, სამაშველო სამსახურს“ - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ. სახელმწიფო რწმუნებული მიმართავს მოქალაქეებს გადაუდებელი აუცილებლობის გარადა არ გამოვიდნენ გარეთ და საჭიროების შემთხვევაში დარეკონ მუნიციპალოტეტებში ამოქმედებულ ცხელ ხაზებზე.
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი უცხოური პირადობის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, სამეგრელოს რეგიონში ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, რომელსაც ტურისტული მომსახურების ოფისი გააჩნდა, დაინტერესებულ პირებზე, შესაბამისი თანხის გადახდის სანაცვლოდ, დანაშაულებრივ ქმედებაში თანამონაწილე პირის მეშვეობით, ამზადებდა და ასაღებდა უცხოურ ყალბ პირადობის მოწმობებს. „ბრალდებული პირები მხილებულ იქნენ ერთ-ერთ მოქალაქეზე 800 ევროს სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის ყალბი პირადობის მოწმობის გასაღების ფაქტზე. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღმოჩენილ იქნა უცხო ქვეყნების ათეულობით მოქალაქის ყალბი პასპორტების, ასევე ქართული მართვის მოწმობების ელექტრონული ვერსიები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე - 2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სხვა დამნაშავე პირების დადგენა-მხილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ძლიერმა წვიმამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა, სოფელ ჭაქვინჯში საჭირო გახდა ოჯახის ევაკუაცია
ძლიერმა წვიმამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. მერიის ცნობით, წყალმოვარდნებმა სოფელ ჭაქვინჯში მეწყრული პროცესები გამოიწვია. საჭირო გახდა ერთი ოჯახის ევაკუაცია. მეწყერმა საცხოვრებელ სახლამდე მიაღწია. „ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგრნლები. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ქალაქის ზოგიერთ ქუჩაზეც, რამაც რამდენიმე სახლის დატბორვა გამოიწვია. საგენგებო რეჟიმში მუშაობენ ზუგდიდის მერიის მუნიციპალური სამსახურები,“ - აცხადებენ მერიაში.