ჩემი ქმარი უსამართლოდაა დაკავებული. ბავშვის დედას არ აინტერესებს შვილები, - ამის შესახებ ძმისშვილის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დაკავებული კაცის ოჯახის წევრმა განაცხადა.
„ჩემი ქმარი უსამართლოდაა დაკავებული. ბავშვის დედას არ აინტერესებს შვილები - ერთს ჩვენ ვზრდით, მეორეს მული და მესამე მასთან არის. ბავშვს დედამ შთააგონა, რა და როგორ უნდა ეთქვა. მისი ინტერესი აქვს, ეს სახლ-კარი უნდა და მიზეზიც ეს არის. ასეთი ტყუილი მოიგონა“, - აცხადებს დაკავებული მამაკაცის მეუღლე.
შეგახსენებთ, სამეგრელოში, მცირეწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 28 წლის მამაკაცი დააკავეს. დაკავებულს სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენას ძმისშვილის მიმართ ედავებიან.