ძლიერმა წვიმამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. მერიის ცნობით, წყალმოვარდნებმა სოფელ ჭაქვინჯში მეწყრული პროცესები გამოიწვია.
საჭირო გახდა ერთი ოჯახის ევაკუაცია. მეწყერმა საცხოვრებელ სახლამდე მიაღწია.
„ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგრნლები. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ქალაქის ზოგიერთ ქუჩაზეც, რამაც რამდენიმე სახლის დატბორვა გამოიწვია. საგენგებო რეჟიმში მუშაობენ ზუგდიდის მერიის მუნიციპალური სამსახურები,“ - აცხადებენ მერიაში.