თეგი: სამხედრო აეროდრომი

ე.წ. ხელისუფლების თქმით, ყირიმში სამხედრო აეროდრომზე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთის მიერ „დანიშნული“ რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ „ყირიმში სამხედრო აეროდრომზე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა“.  უკრაინის ნახევარკუნძული, რომლის ანექსია მოსკოვმა 2014 წელს მოახდინა, პოპულარული ადგილია რუსი ტურისტებისთვის და გავრცელდა ერთ-ერთი ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სტუმრები პლაჟიდან გარბიან. რუსეთის თავდაცვის უწყებაში ამტკიცებენ, რომ აფეთქება საბრძოლო მასალის დეტონაციამ გამოიწვია. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ, ნოვოფედორივკის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის კომენტირებისას განაცხადა, რომ ვერ დაადგინა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, მაგრამ უსაფრთხოების წესებზე მიუთითებს. Reuters-ის ცნობით, ბოლო ინფორმაციით, 5 დაშავებულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. ოკუპირებული ყირიმის საგანგებო სამსახურების ცნობით, სამხედრო აეროდრომზე აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა თავდაცვის სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ ფაქტი შესაძლოა, ინფორმაციულ ომში გამოიყენოს. „ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ოკუპანტებმა „შემთხვევით“ იპოვონ რაიმე მახასიათებელი – „შევრონი“, „სავიზიტო ბარათი“ ან თუნდაც „დნმ". შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ენდეთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის უწყება.

რუსეთი სამხედრო აეროდრომზე დრონით თავდასხმის შესახებ იუწყება

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დღეს უკრაინულმა დრონმა დაარტყა ნოვგოროდის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომს, სადაც Х-22-ის ტიპის რაკეტმზიდი-ბომბდამშენია განლაგებული. რუსული მედიის ცნობით, იერიშისას აეროდრომის ტერიტორიაზე, თვითმფრინავების სადგომზე, აალება მოხდა. „დაზიანება ერთმა Ту-22м3-ის ტიპის ბომბდამშენმა მიიღო, დაზარალებულები არ არიან,“ - აცხადებენ სამინისტროში. სხვა წყაროების, მაგალითად უკრაინული Focus-ის ინფორმაციით, თვითმხილველები ამბობენ, რომ აეროდრომის ტერიტორიაზე სულ მცირე 2 თვითმფრინავი დაზიანდა. რუსული მხარე სამხედრო ობიექტზე თავდასხმაში ტრადიციულად უკრაინას ადანაშაულებს. კიევი რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არ ადასტურებს. ნოვგოროდის ოლქი მოსკოვიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები გახშირდა რუსეთის ტერიტორიაზე.  ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია