თეგი: საქართველოს თავდაცვის ძალები
სალომე ზურაბიშვილი: ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ასეთი ერთიანი, საამაყო, მამაცი ჯარის უმაღლესი მთავარსარდალი
"ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ასეთი ერთიანი, საამაყო, მამაცი ჯარის უმაღლესი მთავარსარდალი! გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. „დღეს, საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს, მინდა, მივმართო ქართულ ჯარს და კიდევ ერთხელ დავუდასტურო ჩემი პატივისცემა! მინდა, ეს დღე მოგილოცოთ ყველა სამხედროს, რომლებიც ღირსეულად და დიდი პროფესიონალიზმით ემსახურებით და ემსახურებოდით ჩვენს ქვეყანას! ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ასეთი ერთიანი, საამაყო, მამაცი ჯარის უმაღლესი მთავარსარდალი! გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს!“ – აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: არ არსებობს თავდაცვის ძალების არცერთი მიმართულება, სადაც ჩვენმა სამხედროებმა და ვეტერანებმა ბრძოლის საამაყო მაგალითები არ შექმნეს ჯუანშერ ბურჭულაძე: მიმდინარეობს ქართული ავიაციის განახლების პროცესი
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის დაარსებიდან 30 წელი გავიდა
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის დაარსებიდან 30 წელი გავიდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიგადის იუბილესთან დაკავშირებით, ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებმა საჩვენებელი სწავლება გამართეს. მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითმა ბატალიონმა მხარდამჭერ ელემენტებთან ერთად რეიდის ოპერაცია ჩაატარა და პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურა. ბრიგადის დაარსების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალი ქ. ქუთაისში, უფროსი ლეიტენანტი მუხრან შუკვანის სახელობის სასროლეთზე გაიმართა. საიუბილეო თარიღი ბრიგადის პირად შემადგენლობას დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლიამ მიულოცა. ღონისძიებაზე სამხედროები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის დაჯილდოვდნენ ცეცხლსასროლი იარაღითა და უწყებრივი მედლებით - „გენერალი კვინიტაძე“ და „გენერალი მაზნიაშვილი“. მე-3 ქვეითი ბრიგადა, 1992 წლის 6 აგვისტოს, ქალაქ ახალციხეში, თავდაპირველად, 22-ე მოტომსროლელი ბრიგადის სახით შეიქმნა და ერთ-ერთი უძველესი დანაყოფია საქართველოს თავდაცვის ძალებში, რომელიც შექმნისთანავე აფხაზეთში წარმოებულ საომარ მოქმედებებში აქტიურად ჩაება. 2008 წლის აგვისტოში მე-3 ქვეითი ბრიგადა მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს ომში. ბრიგადის პირად შემადგენლობას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაშიც. სხვადასხვა დროს მისი ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ სამშვიდობო მისიებში: კოსოვოში, ერაყის რესპუბლიკასა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში.
თავდაცვის ძალებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
გუმისთის ბრძოლის 30 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „1993 წლის 15-16 მარტს, აფხაზეთში, სეპარატისტებმა, დაქირავებულმა ჩრდილო-კავკასიელმა ბოევიკებმა და რუსულმა სადესანტო შენაერთებმა, მდინარე გუმისთის გასწვრივ არსებულ 8 კმ-იან ფრონტის ხაზზე, ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყეს. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა და არტილერიამ სოხუმისკენ წამოსულ მოწინააღმდეგეს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს და იძულებული გახადეს, უკან დაეხია. უთანასწორო ბრძოლაში ქართველმა მეომრებმა საკუთარი თავდადების ფასად, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე გადაარჩინეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედროებმა შოტლანდიაში წარმატებით იასპარეზეს
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები შოტლანდიიდან 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 6-კაციანმა გუნდმა, რომელთა შორის იყვნენ დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები, წარმატებით იასპარეზა ქალაქ პერზირში მოკავშირე ძალების ფონდის (Allied Forces Foundation) ეგიდით გამართულ მარშირებაში. „მარშირება რთულ რელიეფზე“ 1-7 ივნისის ფარგლებში გაიმართა და მასში სხვადასხვა პარტნიორი ქვეყნის დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებიც მონაწილეობდნენ. მარშირებისას ოქროს მედლისათვის დასაფარი იყო 54 მილი, ვერცხლისთვის - 36.5, ხოლო ბრინჯაოსთვის - 22 მილი. „თავდაცვის სამინისტროს გუნდიდან ოქროს მედლები მერაბ დემურაშვილმა, ზვიად ქარსანაშვილმა და ლევან წერეთელმა მოიპოვეს; ვერცხლის მედალი - ივანე კიპაროიძემ, ხოლო ბრინჯაო - გიორგი ბოცვაძემ და თემურ მეიფარიანმა მიიღეს. ღონისძიება მიზნად ისახავს დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას, ასევე მსგავსი გამოცდილების მქონე სამხედრო მოსამსახურეებისთვის პრობლემის დაძლევის გამოცდილების გაზიარებას“, - წერია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მისივე თანახმად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ჩამოსულ სამხედროებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუბუნაური, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი, ასევე სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლები დახვდნენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდს 2016 წელს მოპოვებული აქვს ერთი ბრინჯაოს, 2018 წელს სამი ბრინჯაოსა და ერთი ვერცხლის, ხოლო 2019 წელს ორი ბრინჯაოს და ოთხი ოქროს მედალი.
პირველმა ქვეითმა ბრიგადამ დაარსებიდან 31 წლის იუბილე აღნიშნა
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველმა ქვეითმა ბრიგადამ დაარსებიდან 31 წლის იუბილე აღნიშნა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა ბრიგადის იუბილე მიულოცა და პირველი ქვეითი ბრიგადის მნიშვნელობასა და მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება. „ღონისძიების ფარგლებში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის სამხედროები საშტატო იარაღითა და უწყებრივი მედლებით -„გენერალი კვინიტაძე", „გიორგი ანწუხელიძე" და „სამშობლოსათვის თავდადებული“ დაჯილდოვდნენ. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ბრიგადის იუბილესთან დაკავშირებით, სამხედროების ოჯახის წევრებს ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი ბრიგადის ტექნიკისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა ჰქონდათ. მოწვეულმა სტუმრებმა სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებშიც მიიღეს მონაწილეობა,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.