"ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ასეთი ერთიანი, საამაყო, მამაცი ჯარის უმაღლესი მთავარსარდალი! გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
„დღეს, საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს, მინდა, მივმართო ქართულ ჯარს და კიდევ ერთხელ დავუდასტურო ჩემი პატივისცემა!
მინდა, ეს დღე მოგილოცოთ ყველა სამხედროს, რომლებიც ღირსეულად და დიდი პროფესიონალიზმით ემსახურებით და ემსახურებოდით ჩვენს ქვეყანას! ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ასეთი ერთიანი, საამაყო, მამაცი ჯარის უმაღლესი მთავარსარდალი! გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს!“ – აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ:
- ირაკლი ღარიბაშვილი: არ არსებობს თავდაცვის ძალების არცერთი მიმართულება, სადაც ჩვენმა სამხედროებმა და ვეტერანებმა ბრძოლის საამაყო მაგალითები არ შექმნეს
- ჯუანშერ ბურჭულაძე: მიმდინარეობს ქართული ავიაციის განახლების პროცესი