თეგი: საქართველო-უკრაინა
საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ანდრი კასიანოვი მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს
უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფება. მისი განმარტებით, დიპლომატიურ უწყებაში, მიწვევის საფუძველზე მიდის, განხილვის მთავარი თემა კი, საქართველოსა და უკრაინის ორმხრივი ურთიერთობები იქნება. „ჩვენ მივდივართ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიწვევის საფუძველზე. ჩვენ განვიხილავთ საკითხების ფართო სპექტრს საქართველო -უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. შეხვედრა გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან“, - განაცხადა კასიანოვმა მედიასთან. უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ასევე უპასუხა უკრაინელების შესაძლო ევაკუაციასთან დაკავშირებით შეკითხვას. რა შემთხვევაში არ გამორიცხავს საქართველოდან უკრაინელების მასობრივ ევაკუაციას ანდრი კასიანოვი უკრაინელების შესაძლო ევაკუაციაზე კასიანოვის განცხადებას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გამოეხმაურნენ „ჩემი პასუხი ძალიან მარტივია, გთხოვთ, წაიკითხოთ ყველა ჩემი განცხადება სრულად და გთხოვთ, წაიკითხეთ ამ განცხადებების ორიგინალი ვერსია. ძალიან დიდი გაუგებრობა ჩნდება, როდესაც რაღაც ციტატებს კონტექსტიდან იღებთ. ამ მიზეზით მე გირჩევთ, რომ აიღოთ ჩემი ინტერვიუს ორიგინალი და გთხოვთ, ის სრულად წაიკითხოთ და მიიღებთ ყველა პასუხს პირველ შემთხვევაში, როდესაც ჩემი სტატია გამოქვეყნდა „ევროპეისკაია პრავდაში“ 9 იანვარს და ასევე, მიიღებთ ყველა პასუხს, მეორე შემთხვევაშიც. ამ შესაძლებლობას გამოვიყენებ იმის სათქმელად, რომ ჩემი პირველი სტატიების 90% მიეძღვნა იმას თუ რას ვაკეთებთ ბევრი სხვადასხვა მიმართულებით“, - განაცხადა კასიანოვმა. საგარეო საქმეთა სამინისტროში Europetime-ს განუცხადეს, რომ კასიანოვი უწყებაში ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს. „დავიბარეთ სამინისტროში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებისთვის. ორმხრივი ურთიერთობის სხვა საკითხები ამ შეხევდრაზე მასთან განხილული არ იქნება“, - აღნიშნეს საგარეო საქმეთა სამინისტროში. კელი დეგნანი უკრაინისთვის „ბუკის“ სისტემების გადაცემაზე: კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოსა და უკრაინას, განიხილონ ეს საკითხები კონფიდენციალურად და არა საჯაროდ
კიევის მერი საქართველოს გენერატორებისთვის მადლობას უხდის - საქართველოს საგარეო უწყება წერილს აქვეყნებს
კიევის მერი საქართველოს მთავრობას უკრაინისათვის გენერატორების გადაცემის გამო მადლობას უხდის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს წერილს უგზავნის. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ვიტალი კლიჩკო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის და უკრაინაში საქართველოს ელჩის, გიორგი ზაქარაშვილისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის ქართველი მეგობრების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ასეთ მძიმე დროს, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიით არის გამოწვეული. „მსურს გამოვხატო დიდი მადლიერება თქვენ მიმართ, ღრმად პატივცემულო ბატონო მინისტრო და თქვენ მიმართ, ღრმადპატივცემულო ბატონო ელჩო, ზამთრის ამ კრიტიკულ მომენტში ოთხი მძლავრი გენერატორის გადმოცემისთვის. დარწმუნებულნი ვართ ჩვენს გამარჯვებაში და გეპატიჟებით ჩვენს გმირ ქალაქში ომის დასრულების შემდეგ“, - ნათქვამია კიევის მერის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისადმი გაგზავნილ წერილში. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ქართული მხარის მიერ უკრაინისთვის გადაცემული გენერატორები, დედაქალაქის მოსახლეობის აუცილებელი კომუნალური მომსახურებით უზრუნველსაყოფად უკვე გადანაწილებულია საქალაქო დაწესებულებებში.
საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნა უკვე დასკვნით ეტაპზეა - კულება
საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნა უკვე დასკვნით ეტაპზეა. ამის შესახებ RBC-Ukraine უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი კულებას განცხადებას ციტირებს. მისი შეფასებით, პოლიტიკურ მომენტის საკითხია, ის როდის გაემგზავრება საქართველოში. „ელჩის ყოფნა-არყოფნა - ეს ყოველთვის პოლიტიკური სიგნალია“, - აღნიშნავს კულება. მისი თქმით, უკრაინას არაფერი გაუკეთებია საქართველოსთან ურთიერთობების გასაფუჭებლად. „პირიქით, ბევრი ინვესტიცია ჩავდეთ იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობები განვითარებულიყო. მე შემიძლია, გითხრათ, რომ თუკი უკრაინელ ხალხს, სახელმწიფოსა და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობა რჩება უცვლელი და პოზიტიური, ჩვენ ამის თქმა არ შეგვიძლია საქართველოს მთავრობის შესახებ, - განაცხადა დმიტრო კულებამ. მან ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის საკითხზეც. დმიტრო კულებას თქმით, სააკაშვილს ნელ-ნელა კლავენ. „მასზე, როგორც პოლიტიკოსზე, რაც უნდათ ის იფიქრონ, მაგრამ ჩემთვის, როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელისთვის, ის არის უკრაინის მოქალაქე. მე ვიბრძოლებ მისთვის ისევე როგორც ჩვენ ვიბრძვით თითოეული მოქალაქისთვის, რომელიც განსაცდელში ჩავარდება“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.