თეგი: სერგეი კისლიცა
უკრაინის ელჩი გაეროში: ვინ იქნება შემდეგი? კრემლმა სიტყვა-სიტყვით გადმოიტანა ასლი 2008 წლის ბრძანებიდან. ვიდეო
2008 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებისა და უკრაინის ოკუპირებული რეგიონების დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების აღიარების შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებები ერთმანეთის იდენტურია. შესაბამისი ასლები უკრაინის ელჩმა გაეროში სერგეი კისლიცამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე წარადგინა. დღეს კრემლმა სიტყვა-სიტყვით გადმოიტანა ასლი 2008 წლის ბრძანებიდან. (რედ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „აღიარების“ შესახებ) - სიტყვა-სიტყვით არის „კოპირებული“ არანაირი კრეატიულობა. ასლის გადამღები მოწყობილობა კრემლში ძალიან კარგად მუშაობს. ვინ იქნება შემდეგი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრებიდან? გაერო დღეს ავად არის. ეს ფაქტია - კრემლის მიერ გავრცელებული ვირუსი უტევს. წევრების გადასაწყვეტია, დანებდება თუ არა ამ ვირუსს. ამავე თემაზე დმიტრი კულება: ენტონი ბლინკენთან საუბრისას რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების საჭიროებას გავუსვი ხაზი დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები უცვლელი დარჩება. არ გვეშინია აშშ-მ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების აღიარების გამო სანქციები დააწესა ევროპის საბჭო რუსეთს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარების“ შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ეს არის აშკარა თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე აშშ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას აანონსებს ენტონი ბლინკენ: რუსეთის გადაწყვეტილება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა
უკრაინის ელჩი გაეროში: რუსეთი უკრაინული იდენტობის განადგურების მცდელობებისას, უკრაინულ კულტურულ მემკვიდრეობას უმთავრეს სამიზნედ მიიჩნევს
რუსეთი უკრაინული იდენტობის განადგურების მცდელობებისას, უკრაინულ კულტურულ მემკვიდრეობას უმთავრეს სამიზნედ მიიჩნევს. ამბობს უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, რომელიც ოთხშაბათს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისაუბრა ისტორიული ცენტრის დაბომბვის შესახებ. სერგეი კისლიცამ განაცხადა, რომ მოსკოვმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ოდესის ისტორიულ ცენტრს, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად არის აღიარებული. რაკეტები 29 ისტორიულ და კულტურულ ძეგლს მოხვდა, მათ შორის მუზეუმებს, რელიგიურ დაწესებულებებსა და საცხოვრებელ შენობებს. დაზიანდა საბერძნეთის საკონსულოს შენობაც, გასულ კვირას კი - ჩინეთის საკონსულო. ელჩის თქმით, რუსეთის ფედერაციამ შესაძლოა, სამოქალაქო გემებზე თავდასხმა განახორციელოს და დამატებითი ნაღმები განათავსოს უკრაინის სანაპიროსთან ახლოს არსებულ წყლებში. „არსებობს საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ რუსეთი ამზადებს ასეთ ინციდენტებს, რათა შემდეგ უკრაინა დაადანაშაულოს და ხელი შეუშალოს სხვა ქვეყნების გემებს უკრაინის წყლებში შესვლისა და უკრაინის პორტების გამოყენებისგან,“ - განაცხადა კისლიცამ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის პორტების ბლოკადა, მათი ინფრასტრუქტურის განადგურება, მარცვლეულის ექსპორტის შეფერხება, ასევე უცხოური სავაჭრო გემების დაშინება უნდა განიხილებოდეს შეტევად ნაოსნობის თავისუფლებაზე. „ეს ქმედებები ასევე მიზნად ისახავს კონკურენტის ბაზრიდან მოცილებას, სურსათზე გლობალური ფასების მიზანმიმართულად გაზრდას და შემოსავლის მიღებას მილიონობით ადამიანის ხარჯზე მთელ მსოფლიოში,“ - განაცხადა უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში.