2008 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებისა და უკრაინის ოკუპირებული რეგიონების დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების აღიარების შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებები ერთმანეთის იდენტურია. შესაბამისი ასლები უკრაინის ელჩმა გაეროში სერგეი კისლიცამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე წარადგინა.
- დღეს კრემლმა სიტყვა-სიტყვით გადმოიტანა ასლი 2008 წლის ბრძანებიდან. (რედ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „აღიარების“ შესახებ) - სიტყვა-სიტყვით არის „კოპირებული“ არანაირი კრეატიულობა. ასლის გადამღები მოწყობილობა კრემლში ძალიან კარგად მუშაობს. ვინ იქნება შემდეგი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრებიდან? გაერო დღეს ავად არის. ეს ფაქტია - კრემლის მიერ გავრცელებული ვირუსი უტევს. წევრების გადასაწყვეტია, დანებდება თუ არა ამ ვირუსს.
ამავე თემაზე
დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები უცვლელი დარჩება. არ გვეშინია
აშშ-მ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების აღიარების გამო სანქციები დააწესა
აშშ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას აანონსებს
ენტონი ბლინკენ: რუსეთის გადაწყვეტილება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს
ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება
ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა