თეგი: სეული
სამხრეთ კორეაში, გადაუღებელ წვიმის შედეგად სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, გადაუღებელ წვიმის შედეგად სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ექვსი დაკარგულად ითვლება. წვიმის შედეგად სეულში დატბორილია საავტომობილო გზები და მეტროსადგურები. ამასთან, ქალაქის დიდი ნაწილის მცხოვრებლებს ელექტროენერგია აღარ მიეწოდებათ, ხოლო 163 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა საგანგებო სამსახურებს სახიფათო ზონებში მცხოვრები მოქალაქეების ევაკუაცია დაავალა. მეტეოროლოგების ცნობით, ძლიერი წვიმა სამხრეთ კორეის დედაქალაქში კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაშია მოსალოდნელი.
ჰელოუინის დღესასწაულის დროს, სეულში 100-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა
სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, ჰელოუინის დღესასწაულის დროს ჭყლეტის გამო, გულის გაჩერების შემდეგ, თითქმის 50-ზე მეტ ადამიანს გულ-ფილტვის რეანიმაცია დასჭირდა. ჭყლეტა, სეულში სასტუმრო Hamilton-თან, იტხევონის რეგიონში მოხდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში 81 ზარი შევიდა ადამიანებისგან, რომელთაც ინციდენტის შედეგად სუნთქვა უჭირდათ. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სუკ-იოლმა ბრძანება გასცა, რომ დაშავებულებისთვის სასწრაფო დახმარება ოპერატიულად გაეწიათ. განალება მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სეულში ჭყლეტას 120 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 150 დაშავდა.
ვარშავამ და სეულმა პოლონეთში ატომური სადგურის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს
სამხრეთ კორეამ და პოლონეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც პოლონეთში კერძო ატომური ელექტროსადგურის განვითარებას გულისხმობს. Anadolu-ს ცნობით, ამის შესახებ სამხრეთ კორეის მრეწველობის სამინისტრომ განაცხადა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და სახელმწიფო ქონების მინისტრმა იაცეკ სასინმა და სამხრეთ კორეის ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრმა ლი ჩანგ-იანგმა. ორივე ქვეყნის მთავრობებმა განაცხადეს, რომ ინვესტიციებს მხარს უჭერენ. „ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა ხელს შეუწყობს ქვეყნის მთავარ ბირთვულ ენერგეტიკულ პროგრამას”, - განაცხადა სასინმა. მედიაში 31 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთი სამი ატომური სადგურის აშენებას გეგმავს.
სეულში, რუსეთის საელჩოსთან ავტომობილი დაცვის პუნქტს შეეჯახა
სეულში, რუსეთის საელჩოს წინ, ჯიპის მარკის ავტომობილი დაცვის პუნქტს შეეჯახა, რის შედეგადაც მორიგე პოლიციელი მძიმედ დაშავდა. ოფიციალური პირების თქმით, ოფიცერი კისრისა და მხრების სერიოზული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. პოლიცია ავარიის ზუსტ მიზეზს იძიებს. როგორც ცნობილია, 24 იანვარს კორეაში, სეულში რუსეთის დიპლომატიური მისიის მახლობლად, უკრაინული თემის აქტივისტებმა უკრაინაში რუსული შეიარაღებული აგრესიის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს.