სამხრეთ კორეამ და პოლონეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც პოლონეთში კერძო ატომური ელექტროსადგურის განვითარებას გულისხმობს. Anadolu-ს ცნობით, ამის შესახებ სამხრეთ კორეის მრეწველობის სამინისტრომ განაცხადა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და სახელმწიფო ქონების მინისტრმა იაცეკ სასინმა და სამხრეთ კორეის ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრმა ლი ჩანგ-იანგმა. ორივე ქვეყნის მთავრობებმა განაცხადეს, რომ ინვესტიციებს მხარს უჭერენ.
„ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა ხელს შეუწყობს ქვეყნის მთავარ ბირთვულ ენერგეტიკულ პროგრამას”, - განაცხადა სასინმა.
მედიაში 31 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთი სამი ატომური სადგურის აშენებას გეგმავს.