თეგი: სინძო აბე
ირაკლი ღარიბაშვილი: სინძო აბე თავისი ქვეყნის გამორჩეული ლიდერი იყო, ამ გლოვის დროს, იაპონელი ხალხის გვერდით ვდგავართ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის შინძო აბეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს, რომ სინძო აბე თავისი ქვეყნის გამორჩეული ლიდერი იყო. „უდიდეს პატივისცემას და გულისტკივილს გამოვხატავ შინძო აბეს ოჯახის და ახლობლების მიმართ. ეს არის ენით გამოუთქმელი ტრაგედია. იაპონიის პრემიერ- მინისტრი თავისი ქვეყნის ნამდვილად გამორჩეული ლიდერი იყო. ამ გლოვის დროს, იაპონელი ხალხის გვერდით ვდგავართ“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. იაპონიის ყოფილი პრემიერი სინძო აბე, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, გარდაიცვალა. იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლის დროს ესროლეს იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, სინძო აბეს, ქალაქ ნარაში, საპარლამენტო არჩევნების კამპანიის ფარგლებში, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რის შემდეგაც ის უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს.
სინძო აბეს მკვლელობა: იაპონიის პოლიციის განცხადებით, უსაფრთხოების თვალსაზრისით ხარვეზები იყო
იაპონიის პოლიციამ აღიარა, რომ იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სინძო აბეს მკვლელობის დღეს, უსაფრთხოების თვალსაზრისით ხარვეზები არსებობდა. პოლიცია იძიებს, რატომ იყო აბე სამიზნე და მოქმედებდა თუ არა მისი მკვლელი მარტო. „უდავოა, რომ უსაფრთხოების კუთხით იყო პრობლემები”, - განაცხადა ნარას პოლიციის უფროსმა ტომოაკი ონიზუკამ. სინძო აბე სიტყვით გამოდიოდა საარჩევნო ღონისძიებაზე, როდესაც უკნიდან ესროლეს. ფოტოებზე ჩანს, რომ ეჭვმიტანილი მასთან ახლოს დგას რამდენიმე წუთით ადრე. მოწმეებმა აღწერეს, რომ დაინახეს კაცი, რომელსაც დიდი იარაღი ეჭირა, სინძო აბედან რამდენიმე მეტრში მოძრაობდა და ორჯერ ისროლა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიწაზე დაეცა. იაპონიის ყოფილი პრემიერი სინძო აბე, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, გარდაიცვალა მოგვიანებით, ეჭვმიტანილის სახლში აღმოაჩინეს კიდევ რამდენიმე ხელნაკეთი იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერება. იაპონიის ყოფილი პრემიერი კისერში იყო დაჭრილი და დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა საავადმყოფოში გადაყვანისას.
სინძო აბე სიკვდილის შემდეგ, იაპონიის უმაღლესი ორდენით დააჯილდოვეს
იაპონიის მთავრობამ ორშაბათს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა, რომ ქვეყნის უმაღლესი ორდენი, იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ სინძო აბეს, სიკვდილის შემდეგ მიენიჭოს. საინფორმაციო სააგენტო Kyodo-ს ცნობით, აბე ქრიზანთემის უმაღლესი ორდენით, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდება. სინძო აბეს მკვლელობა: იაპონიის პოლიციის განცხადებით, უსაფრთხოების თვალსაზრისით ხარვეზები იყო 8 ივლისს, იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, სინძო აბეს, ქალაქ ნარაში, საპარლამენტო არჩევნების კამპანიის ფარგლებში, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რის შემდეგაც ის უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა. იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლის დროს ესროლეს იაპონიის ყოფილი პრემიერი სინძო აბე, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, გარდაიცვალა