იაპონიის მთავრობამ ორშაბათს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა, რომ ქვეყნის უმაღლესი ორდენი, იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ სინძო აბეს, სიკვდილის შემდეგ მიენიჭოს.
საინფორმაციო სააგენტო Kyodo-ს ცნობით, აბე ქრიზანთემის უმაღლესი ორდენით, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდება.
8 ივლისს, იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, სინძო აბეს, ქალაქ ნარაში, საპარლამენტო არჩევნების კამპანიის ფარგლებში, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რის შემდეგაც ის უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა.