თეგი: სტარლინკი
ილონ მასკის კომპანია Starlink-მა უკრაინის მცხოვრებლებს ინტერნეტი გაუძვირა
ილონ მასკის კომპანია Starlink-მა სატელიტური ინტერნეტ სერვისით სარგებლობისთვის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში ტარიფები გაზარდა. უკრაინელი მომხმარებლებისთვის, 29 დეკემბრიდან სააბონენტო გადასახადი, ყოველთვიურად 60-დან 75 დოლარამდე გაიზრდება. Starlink-ის ტერმინალისა და ანტენის ფასი 500 დოლარის ნაცვლად 700 დოლარი იქნება. ტარიფის გაზრდის შესახებ მომხმარებლებს ელექტრონული ფოსტით აცნობეს. ახალი ფასი ავტომატურად, 29 დეკემბრიდან ამოქმედდება. Starlink უზრუნველყოფს ინტერნეტ კომუნიკაციებს თანამგზავრის საშუალებით, რაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს, როდესაც კომუნიკაციის სხვა საშუალებები დაზიანებულია ან მტრისთვის ღიაა. ომის დაწყების შემდეგ ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა უკრაინას Starlink-ის დაახლოებით 20 ათასი ტერმინალი მიაწოდა.
მასკი თანახმაა, უკრაინას კიდევ რამდენიმე ათასი Starlink-ის ტერმინალი გადასცეს - Bloomberg
უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ილონ მასკის კომპანია თანახმაა, Starlink-ის სატელიტური ინტერნეტისთვის, უკრაინას კიდევ რამდენიმე ათასი ტერმინალი გადასცეს. CNN: თეთრი სახლი და ილონ მასკი ირანელი აქტივისტებისთვის Starlink-ის გადაცემაზე მსჯელობენ ფედოროვის თქმით, მასკის Space Exploration Technologies უახლოეს თვეებში კიევს 10000-ზე მეტ მოწყობილობას გაუგზავნის. „SpaceX-ი და მასკი სწრაფად რეაგირებენ პრობლემებზე და გვეხმარებიან“, - ციტირებს ფედოროვს Bloomberg-ი, რომელმაც თქვა, რომ პირდაპირ ესაუბრა ილონ მასკს. პოლონეთმა უკრაინას Starlink-ის 1500-ზე მეტი სისტემა გადასცა ამასთან, Bloomberg აღნიშნავს, რომ SpaceX-ის წარმომადგენელმა არ უპასუხა გამოცემის თხოვნას, კომენტარი გაეკეთებინა ფედოროვის სიტყვებზე. Bloomberg-ის ცნობით, ომის დაწყებიდან უკრაინამ Starlink-ის თანამგზავრული კომუნიკაციების 22 ათასი ტერმინალი მიიღო. „ჩვენ მზად ვართ ვიცხოვროთ ელექტროენერგიის გარეშე მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში - თუ ხელმისაწვდომი იქნება მობილური კომუნიკაციები და ტექსტური შეტყობინებები", - ციტირებს ფედოროვს Bloomberg. „რომელიც გამოყენებული იქნება კრიტიკულ სიტუაციებში კომუნიკაციების სტაბილიზაციისთვის“, - ამბობს ფედოროვი. სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ Starlink-ის ტერმინალები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის, არამედ ბრძოლის ველზეც, სადაც სატელიტური კომუნიკაციები სამხედრო პერსონალს შორის კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად ხშირად ერთადერთი საიმედო გზაა.