უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ილონ მასკის კომპანია თანახმაა, Starlink-ის სატელიტური ინტერნეტისთვის, უკრაინას კიდევ რამდენიმე ათასი ტერმინალი გადასცეს.
ფედოროვის თქმით, მასკის Space Exploration Technologies უახლოეს თვეებში კიევს 10000-ზე მეტ მოწყობილობას გაუგზავნის.
„SpaceX-ი და მასკი სწრაფად რეაგირებენ პრობლემებზე და გვეხმარებიან“, - ციტირებს ფედოროვს Bloomberg-ი, რომელმაც თქვა, რომ პირდაპირ ესაუბრა ილონ მასკს.
ამასთან, Bloomberg აღნიშნავს, რომ SpaceX-ის წარმომადგენელმა არ უპასუხა გამოცემის თხოვნას, კომენტარი გაეკეთებინა ფედოროვის სიტყვებზე.
Bloomberg-ის ცნობით, ომის დაწყებიდან უკრაინამ Starlink-ის თანამგზავრული კომუნიკაციების 22 ათასი ტერმინალი მიიღო.
„ჩვენ მზად ვართ ვიცხოვროთ ელექტროენერგიის გარეშე მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში - თუ ხელმისაწვდომი იქნება მობილური კომუნიკაციები და ტექსტური შეტყობინებები", - ციტირებს ფედოროვს Bloomberg.
„რომელიც გამოყენებული იქნება კრიტიკულ სიტუაციებში კომუნიკაციების სტაბილიზაციისთვის“, - ამბობს ფედოროვი.
სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ Starlink-ის ტერმინალები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის, არამედ ბრძოლის ველზეც, სადაც სატელიტური კომუნიკაციები სამხედრო პერსონალს შორის კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად ხშირად ერთადერთი საიმედო გზაა.