ილონ მასკის კომპანია Starlink-მა უკრაინის მცხოვრებლებს ინტერნეტი გაუძვირა

ილონ მასკის კომპანია Starlink-მა სატელიტური ინტერნეტ სერვისით სარგებლობისთვის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში ტარიფები გაზარდა. უკრაინელი მომხმარებლებისთვის, 29 დეკემბრიდან სააბონენტო გადასახადი, ყოველთვიურად 60-დან 75 დოლარამდე გაიზრდება. Starlink-ის ტერმინალისა და ანტენის ფასი 500 დოლარის ნაცვლად 700 დოლარი იქნება.
 
ტარიფის გაზრდის შესახებ მომხმარებლებს ელექტრონული ფოსტით აცნობეს.
 
ახალი ფასი ავტომატურად, 29 დეკემბრიდან  ამოქმედდება.
 
Starlink უზრუნველყოფს ინტერნეტ კომუნიკაციებს თანამგზავრის საშუალებით, რაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს, როდესაც კომუნიკაციის სხვა საშუალებები დაზიანებულია ან მტრისთვის ღიაა.
 
ომის დაწყების შემდეგ ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა უკრაინას Starlink-ის დაახლოებით 20 ათასი ტერმინალი მიაწოდა.