თეგი: ტანზანია
ტანზანიაში, ვიქტორიას ტბაში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
ტანზანიაში, ვიქტორიას ტბაში სამგზავრო თვითმფრინავი იმ დროს ჩამოვარდა, როცა ქალაქ ბუკობის აეროპორტში დაშვებას, ქარიშხლის პირობებში ცდილობდა. ტანზანიის სამაუწყებლო კორპორაცია (TBC) იტყობინება, რომ ამ დროისთვის 15 ადამიანი გადაარჩინეს, მაგრამ უცნობია, რამდენი მგზავრი იმყოფებოდა Precision Air-ის რეისზე ან არის თუ არა მსხვერპლი.
ტანზანიაში მომხდარ ავიაკატასტროფაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
ტანზანიაში სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება. BBC-ის ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე სამი ადამიანი. ოფიციალური პირის თქმით, ბორტზე 43 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან 26 გადაარჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი პილოტი ავარიას გადაურჩა. ადგილზე იმყოფებიან მაშველები, რომლებიც თვითმფრინავში მყოფთა გადარჩენას ცდილობენ. ტანზანიის სამგზავრო თვითმფრინავი ვიქტორიას ტბაში ჩავარდა, როდესაც ის ქალაქ ბუკობაში დაშვებას ცდილობდა. Precision Air-ი ტანზანიის უდიდესი კერძო ავიაკომპანია. ის ნაწილობრივ Kenya Airways-ს ეკუთვნის. კომპანია, რომელიც 1993 წელს დაარსდა, შიდა და რეგიონულ ფრენებს ასრულებს.
ტანზანიაში, ავიაკატასტროფის შედეგად, სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა
ტანზანიაში სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა. BBC-ის ინფორმაციით, ბორტზე 43 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან 26 გადაარჩინეს. ორი პილოტი ასევე გადაურჩა ავარიას. ტანზანიის სამგზავრო თვითმფრინავი ვიქტორიას ტბაში ჩავარდა, როდესაც ის ქალაქ ბუკობაში დაშვებას ცდილობდა. Precision Air-ი ტანზანიის უდიდესი კერძო ავიაკომპანია. ის ნაწილობრივ Kenya Airways-ს ეკუთვნის. კომპანია, რომელიც 1993 წელს დაარსდა, შიდა და რეგიონულ ფრენებს ასრულებს.
ტანზანიამ 3,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ნავთობსადენის პროექტი დაამტკიცა
ტანზანიის მთავრობამ დაამტკიცა 3,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ნედლი ნავთობსადენის მშენებლობის პროექტი, რომელიც საკამათო მეგაპროექტის ნაწილია. პროექტმა ადამიანის უფლებებსა და გარემოს საკითხების გარშემო შეშფოთება გამოიწვია. გასულ თვეში, უგანდამ პროექტის ოპერატორზე, აღმოსავლეთ აფრიკის ნედლი ნავთობის მილსადენზე (EACOP) გასცა ლიცენზია. „მშენებლობის დამტკიცება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია EACOP-ისთვის, რადგან ის საშუალებას იძლევა, დაიწყოს ძირითადი სამშენებლო აქტივობები ტანზანიაში“, - განაცხადა EACOP ტანზანიის გენერალურმა მენეჯერმა ვენდი ბრაუნმა სერტიფიკატის მისაღებად გამართულ ღონისძიებაზე. უფლებადამცველები და გარემოსდაცვითი ჯგუფები ამბობენ, რომ ეს პროექტი საფრთხეს უქმნის რეგიონის მყიფე ეკოსისტემას და ათიათასობით ადამიანის საარსებო წყაროს.