ტანზანიაში სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა.
BBC-ის ინფორმაციით, ბორტზე 43 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან 26 გადაარჩინეს.
ორი პილოტი ასევე გადაურჩა ავარიას.
ტანზანიის სამგზავრო თვითმფრინავი ვიქტორიას ტბაში ჩავარდა, როდესაც ის ქალაქ ბუკობაში დაშვებას ცდილობდა.
Precision Air-ი ტანზანიის უდიდესი კერძო ავიაკომპანია. ის ნაწილობრივ Kenya Airways-ს ეკუთვნის. კომპანია, რომელიც 1993 წელს დაარსდა, შიდა და რეგიონულ ფრენებს ასრულებს.