ტანზანიაში სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება. BBC-ის ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე სამი ადამიანი.
ოფიციალური პირის თქმით, ბორტზე 43 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან 26 გადაარჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ორი პილოტი ავარიას გადაურჩა.
ადგილზე იმყოფებიან მაშველები, რომლებიც თვითმფრინავში მყოფთა გადარჩენას ცდილობენ.
ტანზანიის სამგზავრო თვითმფრინავი ვიქტორიას ტბაში ჩავარდა, როდესაც ის ქალაქ ბუკობაში დაშვებას ცდილობდა.
Precision Air-ი ტანზანიის უდიდესი კერძო ავიაკომპანია. ის ნაწილობრივ Kenya Airways-ს ეკუთვნის. კომპანია, რომელიც 1993 წელს დაარსდა, შიდა და რეგიონულ ფრენებს ასრულებს.