თეგი: ტვირთების გადაზიდვა

თურქეთსა და სომხეთს შორის თვითმფრინავებით ტვირთების გადაზიდვა შესაძლოა, ახალ წლამდე დაიწყოს

სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის მეორე ეტაპი დაიწყო. თურქული მედია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ოფიციალური პირები თურქეთსა და სომხეთს შორის თვითმფრინავებით ტვირთების გადაზიდვის ახალ წლამდე დაწყების საკითხს განიხილავენ. იგეგმება ალიკანის სასაზღვრო გადასასვლელი პუნქტის გახსნაც, რომელიც 1993 წლიდან დახურულია. ალიკანის სასაზღვრო გადასასვლელი ორ ქვეყანას 128 მეტრი სიგრძის ხიდით აკავშირებს. თუმცა თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში დაკეტვის გამო, უფუნქციო გახდა. „ხიდის შეკეთებაზე მოლაპარაკებები რამდენიმე კვირის წინ დაიწყო“, - ციტირებს Hurriyet ოფიციალურ პირებს. ნორმალიზაციის პროცესის მესამე ეტაპი უკვე ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ვაჭრობის დაწყებაზე მოლაპარაკებები იქნება, იტყობინება Hurriyet. „ამაზეც ტექნიკური სამუშაო უკვე დაწყებულია“, - ამბობს ოფიციალური პირი გამოცემასთან.

2023 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს სატრანსპორტო დარგებმა 2,4 პროცენტით მეტი ტვირთი გადაზიდეს

2023 წლის იანვარი-მარტის პერიოდში, საქართველოს სატრანსპორტო დარგების (საავტომობილო, რკინიგზა, სამოქალაქო ავიაცია) მიერ ჯამურად გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 9.5 მილიონი ტონა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 2.4%-ით მეტია (9.3 მილიონი ტონა). ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ამასთან, საანგარიშო პერიოდში საავტომობილო ტრანსპორტით, ჯამურად, 6.4 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 1.1% - ით მეტია. რაც შეეხება რკინიგზას, ჯამურად გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 3.2 მილიონი ტონა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 5.0%-ით მეტია. 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების მიერ ჯამურად გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 4.01 ათასი ტონა, რაც 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.4%-ით აჭარბებს. საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში, კერძოდ, ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულმა ტვირთების რაოდენობამ 2023 წლის იანვარ-მარტის პერიოდში შეადგინა 2.8 მილიონი ტონა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 6.8%-ით ნაკლებია. 2023 წლის პირველ კვარტალში აღნიშნულ საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 147,021 TEU, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 45.4%-ით მეტია (101,093 TEU). ამასთან, ფოთის საზღვაო ნავსადგურში გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 124,256 TEU, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 66.0%-ით მეტია (74,853 TEU). 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს სატრანსპორტო დარგების (საავტომობილო, რკინიგზა, სამოქალაქო ავიაცია) მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის პოზიტიური დინამიკა დაფიქსირდა. ჯამურმა მაჩვენებელმა 85.8 მილიონი მგზავრი შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 1.5%-ით მეტია. ყველაზე მეტი მგზავრი გადაიყვანა საავტომობილო ტრანსპორტმა - 84.3 მილიონი, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 0.8% - ით მეტია. 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებმა 1.0 მილიონი მგზავრი გადაიყვანეს, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 48.6% -ით მეტია. რაც შეეხება საქართველოს რკინიგზის მგზავრთნაკადს, 2023 წლის იანვარ-მარტის პერიოდში, რკინიგზა 0.5 მილიონი მგზავრს მოემსახურა, რაც 98.3%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით.  

მედია: აზერბაიჯანი სარკინიგზო ტრანსპორტით ტვირთების გადაზიდვის მოცულობას 23%-ით ზრდის

მიმდინარე წლის იანვარ-მაისში, აზერბაიჯანში რკინიგზით 3,240,952 ტონა (+22,8%), 1,581,904 აშშ დოლარის ღირებულების (+10,9%) ტვირთი გადაიზიდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია სახელმწიფო საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით წერს. კერძოდ, 5 თვის განმავლობაში ექსპორტირებული იყო 1 327 557 ტონა ტვირთი (+24%), (552 616 000 აშშ დოლარის (+22%). ამასთან, განხორციელდა 1 029 287 აშშ დოლარის (+4.8%) ღირებულების, 1 913 394 ტონა ტვირთის (+21%) იმპორტი.