მიმდინარე წლის იანვარ-მაისში, აზერბაიჯანში რკინიგზით 3,240,952 ტონა (+22,8%), 1,581,904 აშშ დოლარის ღირებულების (+10,9%) ტვირთი გადაიზიდა.
ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია სახელმწიფო საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით წერს.
კერძოდ, 5 თვის განმავლობაში ექსპორტირებული იყო 1 327 557 ტონა ტვირთი (+24%), (552 616 000 აშშ დოლარის (+22%).
ამასთან, განხორციელდა 1 029 287 აშშ დოლარის (+4.8%) ღირებულების, 1 913 394 ტონა ტვირთის (+21%) იმპორტი.