თეგი: ფეხბურთის ფედერაცია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპონსორი „ვითიბი ბანკი“ აღარ არის

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპონსორი „ვითიბი ბანკი“ აღარ არის. ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ფედერაციამ ვადაზე ადრე დაასრულა რუსულ ბანკთან ურთიერთობა და უკვე აღებულია „VTB ბანკის" სარეკლამო ბანერებიც, რომლებიც სტადიონებზე იყო განთავსებული. დავით მუჯირის განცხადებით, უახლოეს მომავალში გაირკვევა, ვინ გახდება ფედერაციის ახალი გენერალური სპონსორი. რუსეთის სიდიდით მეორე ბანკმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ბოლო ხელშეკრულება 2020 წლის სექტემბერში გააფორმა, ორი წლის ვადით და ამ კონტრაქტის თანახმად, VTB ბანკი ფედერაციის გენერალური სპონსორი გახდა.  „VTB ბანკი“ იმ კომპანიებს შორისაა, რომლებსაც რუსეთის აგრესიის გამო, სანქციები დაეკისრათ.  

შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთ-ერთი მედიასაშუალების საინფორმაციო გადაცემაში გასული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო. „წარსულში ნასამართლევი პირის - ნ.ნ.-ის მიერ განხორციელებული, სავარაუდოდ, მუქარის შემცველი განცხადებების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ტელეკომპანია „ფორმულამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების წევრებმა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლება მუქარის შემცველი ხმოვანი შეტყობინებები მიიღო.  

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი, ლევან კობიაშვილი მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდა. ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. მათივე ცნობით, 2023-2027 წლის პრეზიდენტობის არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი, ლევან კობიაშვილი მიიღებს მონაწილეობას. საკუთარი კანდიდატურა მხოლოდ ლევან კობეიშვილმა წარადგინა და ის აღნიშნულ პოზიციაზე სფფ-ში 29 სუბიექტმა წარადგინა. ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტს 4 თებერვალს სფფ-ის XXXIII საარჩევნო ყრილობაზე აირჩევენ. არჩეული კანდიდატი აღნიშნულ თანამდებობას მომავალი 4 წლის განმავლობაში დაიკავებს. ყრილობასთან დაკავშირებით, 16 იანვარს, 12:00 საათზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებს შორის არის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXXIII საარჩევნო ყრილობის საპროცედური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ; როგორც ფედერაცია განმარტავს, მედიის წარმომადგენლებისთვის კომენტარები აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება.  

ევრო 2024: საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება

ევრო 2024-ის ბილეთები UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით გაყიდვა დღეს, 15 აპრილს, 13:00 საათზე დაიწყება. შესაბამის ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს. „UEFA-ს ბილეთების პორტალზე ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაცია 15 აპრილს, 13:00 საათზე დაიწყება.  http://euro2024.com/tickets  დეტალურ ინფორმაციას და გზამკვლევს ჩვენი გუნდის გულშემატკივარს უახლოეს დღეეებში გავუზიარებთ,“ წერს ფეხბურთის ფედერაცია. ევრო 2024-ის ბილეთები UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით გაიყიდება - ფეხბურთის ფედერაცია საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე F ჯგუფში 18 ივნისს თურქეთს შეხვდება, 22 ივნისს – ჩეხეთს, ხოლო 26 ივნისს – პორტუგალიას.