შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთ-ერთი მედიასაშუალების საინფორმაციო გადაცემაში გასული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო.
„წარსულში ნასამართლევი პირის - ნ.ნ.-ის მიერ განხორციელებული, სავარაუდოდ, მუქარის შემცველი განცხადებების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტელეკომპანია „ფორმულამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების წევრებმა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლება მუქარის შემცველი ხმოვანი შეტყობინებები მიიღო.