თეგი: ქართულ-რუსული უნივერსიტეტი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ქართულ-რუსული უნივერსიტეტის გახსნის შესახებ ცნობებს ჭორს უწოდებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი გამოეხმაურა პრიმაკოვის სახელობის ცენტრის ხელმძღვანელის, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ თბილისში რუსეთი რუსულ-ქართული უნივერსიტეტის დაფუძნებას გეგმავს და შესაფერის ადგილს უკვე ეძებენ. „თუ ეს რაღაც ფორმით დაემსგავსება ფაქტს, რა თქმა უნდა, მზად ვარ, გავაკეთო კომენტარი. ამ ეტაპზე არასერიოზული მგონია დიმიტრი ლორთქიფანიძის მოსაზრებებზე კომენტარის კეთება. მესმის, რომ ზაფხულია და უფრო მეტად მსუბუქ თემებზე გსურთ საუბარი, თეორიულად, ჭორაობის დონეზე რა და როგორ შეიძლებოდა, მომხდარიყო, შეგვიძლია, სხვა ფორმატში ვისაუბროთ. არ მგონია, რომ სატელევიზიო კომენტარი უნდა კეთდებოდეს იმაზე, რა რეაქცია უნდა გვქონდეს იმაზე, რაც შეიძლება, არასდროს მოხდეს,“ - ამბობს წილოსანი. ინტერნეტგამოცემა SOVA-მ დიმიტრი ლორთქიფანიძეზე დაყრდნობით დაწერა, რომ თბილისში ქართულ-რუსული უნივერსიტეტი შეიქმნება. „ზოგადად საკანონმდებლო დონეზე საქართველოში მოწესრიგებულია ჩარჩო, რომელიც უნივერსიტეტის დაფუძნებას, აკრედიტაციას კარგად არეგულირებს, მათ შორის, ეს კანონმდებლობა შემუშავებულ იქნა ევროპული სტანდარტის შესაბამისად. თუ რომელიმე კანონის მუხლზე გაქვთ პრობლემა, რომელიც აძლევს ვინმეს საშუალებას, რომ არასწორი ღირებულებების უნივერსიტეტი ან საგანმანათლებლო დაწესებულებები დააარსონ, მზად ვართ, განვიხილოთ ეს საკანონმდებლო ორგანოში. არსებობს კანონები, კანონქვემდებარე აქტები, აკრედიტაციის მიღების წესები, სახელმწიფო ფუნქციონირებს მყარად განსაზღვრულო ჩარჩოთი და ვერ იფუნქციონირებს ემოციებით. ემოციებით შეიძლება ვიღაცებმა აკეთონ კომენტარი, მე ვარ პარლამენტის წევრი და შევეცდები ის პოლიტიკა, რაც ჩვენი მმართველობის ფარგლებშია და ეფუძნება ევროპულ ღირებულებებს და მის საკანონმდებლო ჩარჩოს, იყოს დაცული," - განაცხადა ნინო წილოსანმა. რაც შეეხება კითხვას, უწყობს თუ არა „ქართული ოცნება" ხელს რუსულ ექსპანსიას, როცა შეზღუდვებს არ უწესებს რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში ჩამოდიან, წილოსანმა აღნიშნა, რომ სურვილი არ აქვს ქსენოფობიური განცხადებები აკეთოს. ცნობისთვის, პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე რუსეთიდან შესრულებული პირდაპირი ავიარეისის ერთ-ერთი პირველი მგზავრი იყო მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 10 მაისს ხელი მოაწერა განკარგულებას საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ.
განათლების სამინისტრო რუსულ-ქართულ უნივერსიტეტის გახსნის შესახებ ცნობას დეზინფორმაციას უწოდებს
საქართველოს განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყანაში რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნის შესახებ ინფორმაცია სიმართლე არ არის. უწყებაში აღნიშნავენ, რომ განმარტება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაავრცელეს. „როგორც მოგეხსენებათ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ავტორიზაციის მინიჭების გარეშე არც ერთ სასწავლებელს არ აქვს საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობის წარმოების უფლება. საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვებისთვის დაწესებულებამ უნდა გაიაროს ავტორიზაცია, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. ავტორიზაციის გავლა სავალდებულოა როგორც საჯარო, ასევე კერძო სუბიექტისთვის. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში არანაირი პროცედურა არ მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით არის დეზინფორმაცია, რომელიც ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, განათლების სისტემისა და ხელისუფლების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას,” - განმარტავს სამინისტრო განცხადებაში. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ქართულ-რუსული უნივერსიტეტის გახსნის შესახებ ცნობებს ჭორს უწოდებს
კობახიძე ქართულ-რუსული უნივერსიტეტის გახსნის შესახებ ცნობებზე: მოგიწოდებთ, ეს თემა ჩახუროთ
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ქართულ-რუსული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ასეთი თემების ჭარბი აქტუალიზაცია, მით უმეტეს, რომ ასეთ ამბებს საფუძველი არ აქვს, უბრალოდ არასწორია. ამ თემების ჭარბი აქტუალიზაცია არის თქვენს ინტერესში. ჩემი ინტერესი ეს არ არის, „ასეთი თემების ჭარბი აქტუალიზაცია, მით უმეტეს, რომ ასეთ ამბებს საფუძველი არ აქვს, უბრალოდ არასწორია, ამიტომ, მე ვერ მივიღებ მონაწილეობას ასეთი თემების აქტუალიზაციაში. ასეთი თემების, ზოგადად რუსული თემების ჭარბი აქტუალიზაცია არის თქვენი ინტერესი. ეს არ არის ჩემი ინტერესი. აქედან გამომდინარე, მე მოგიწოდებთ, რომ ეს თემა ჩახუროთ,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მან შსაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ საქართველოში პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი არ არის. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ქართულ-რუსული უნივერსიტეტის გახსნის შესახებ ცნობებს ჭორს უწოდებს
განათლების მინისტრი: ვერანაირი ოკუპანტის უნივერსიტეტი ვერ გაიხსნება საქართველოში
„ვერანაირი ოკუპანტის უნივერსიტეტი ვერ გაიხსნება საქართველოში, რომელიც არ შედის ქართული საზოგადოებისა და განათლების ინტერესებში,“ – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა. „არანაირი წარმოება ან განაცხადი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, რომ რაიმე ფორმით მიმდინარეობს ე.წ. რუსული უნივერსიტეტის ავტორიზაციის პროცესი, არ არსებობს. ეს არის, უბრალოდ, დამაზიანებელი პროპაგანდა და ტყუილი. არანაირი კონსულტაცია, შეხვედრა, წინარე შეთანხმება ამ საკითხთან დაკავშირებით, ბუნებრივია, არ ყოფილა და ვერც იქნება. ეს არის ჩვენი ოპონენტების, ქვეყნის მტრების ის დამაზიანებელი პროპაგანდა, რომელსაც გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით ან ვიღაცის უბრალოდ იდეაზე დაყრდნობით იყენებენ ხელისუფლების, განათლების სისტემისა და შემდგომ სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ, ბუნებრივია, ვიმოქმედებთ სახელმწიფოებრივად, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და ვერანაირი ოკუპანტის უნივერსიტეტი ვერ გაიხსნება საქართველოში, რომელიც არ შედის ქართული საზოგადოებისა და განათლების ინტერესებში“, – აღნიშნა ამილახვარმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გუშინ გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რუსულ-ქართული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით. როგორც სამინისტროში განაცხადეს, ინფორმაცია, თითქოს საქართველოში რუსეთის დაფინანსებით იხსნება რუსულ-ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სიმართლეს არ შეესაბამება.