კობახიძე ქართულ-რუსული უნივერსიტეტის გახსნის შესახებ ცნობებზე: მოგიწოდებთ, ეს თემა ჩახუროთ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ქართულ-რუსული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ასეთი თემების ჭარბი აქტუალიზაცია, მით უმეტეს, რომ ასეთ ამბებს საფუძველი არ აქვს, უბრალოდ არასწორია.

ამ თემების ჭარბი აქტუალიზაცია არის თქვენს ინტერესში. ჩემი ინტერესი ეს არ არის,

„ასეთი თემების ჭარბი აქტუალიზაცია, მით უმეტეს, რომ ასეთ ამბებს საფუძველი არ აქვს, უბრალოდ არასწორია, ამიტომ, მე ვერ მივიღებ მონაწილეობას ასეთი თემების აქტუალიზაციაში. ასეთი თემების, ზოგადად რუსული თემების ჭარბი აქტუალიზაცია არის თქვენი ინტერესი. ეს არ არის ჩემი ინტერესი.  აქედან გამომდინარე, მე მოგიწოდებთ, რომ ეს თემა ჩახუროთ,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან შსაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ საქართველოში პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი არ არის.