თეგი: ქეთევან დუმბაძე
ქეთევან დუმბაძე დეპუტატის მანდატს დატოვებს და საქართველოს მწერალთა სახლს უხელმძღვანელებს
სსიპ საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება უკვე გამოიცა. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, 2023 წლის საშემოდგომო სესიაზე მწერალთა სახლის ახალ ხელმძღვანელს, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდება. „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ქეთევან დუმბაძეს ულოცავს მწერალთა სახლის დირექტორად დანიშვნას და უსურვებს წარმატებებს. შეგახსენებთ: ქეთევან დუმბაძე ამჟამად საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრია. 1978-1983 წლებში ქეთევან დუმბაძე სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ლიტერატურული ურთიერთობებისა და მხატვრული თარგმანის განხრით. მას პროფესიული საქმიანობის მრავალმხრივი გამოცდილება აქვს. 1977-1993 წლებში იგი მუშაობდა მწერალთა კავშირთან არსებულ მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარ სარედაქციო კოლეგიაში. გამოქვეყნებული აქვს არაერთი სტატია ადგილობრივ და უცხოურ პრესასა და პერიოდიკაში. ასევე, მას გამოქვეყნებული აქვს კლასიკური და თანამედროვე ავტორების თარგმანები. 1990-იანი წლებიდან 2013 წლამდე აქტიურად საქმიანობდა სატელევიზიო სფეროშიც. არის არაერთი ტელევიზიის საინფორმაციო, შემეცნებითი, საავტორო გადაცემებისა და პროექტების ავტორი და პროდიუსერი. 1993-1999 წლებში იგი სხვადასხვა პოზიციას იკავებდა საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახუში. 2013-2017 წლებში იყო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი, 2018 წელს - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ექსპერტი, ასევე, ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის - „ცოცხალი წიგნები“ - ხელმძღვანელი,“ - წერია ინფორმაციაში. „მწერალთა სახლის" მოქმედ დირექტორს, ნატა ლომოურს უფლებამოსილების ვადა 7 აგვისტოს ამოეწურა. რადიო თავისუფლების ცნობით, ლომოური აცხადებდა, რომ სამინისტროდან მას არავინ დაკავშირებია იმის სათქმელად, აპირებდნენ თუ არა მასთან თანამშრომლობას. ლომოური „ნეტგაზეთთან“ 8 აგვისტოს ამბობდა, რომ რამდენიმე დღის წინ კულტურის სამინისტროდან დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ 5 დღეში თანამდებობაზე ყოფნის ოთხწლიანი ვადა ეწურებოდა, რის შემდეგაც უწყებას წერილობით მიმართა, რომ დაინტერესებული იყო უფლებამოსილების გაგრძელებით, თუმცა პასუხი არ მიუღია.
მწერალთა, მთარგმნელთა და გამომცემელთა ნაწილი მწერალთა სახლის დირექტორად ქეთევან დუმბაძის დანიშვნას აპროტესტებს
ქართველი მწერლების, მთარგმნელების, გამომცემლებისა და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლების ნაწილი განცხადებით მწერალთა სახლის დირექტორად საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრის, ქეთევან დუმბაძის დანიშვნას პროტესტით გამოეხმაურა. „ჩვენ არ ვიღებთ ახალ დირექტორს, რომელმაც ქართული საზოგადოების წინააღმდეგ ხმა მისცა „რუსულ კანონს". არ ვაღიარებთ საბჭოთა მეთოდებით ლიტერატურულ ცხოვრებასა და პროცესებში ჩარევას. მოვითხოვთ, შეიქმნას მწერლების მიერ გამოყოფილ სამუშაო ჯგუფთან ერთად კომისია, რომელიც შეარჩევს მწერალთა სახლის დირექტორის კანდიდატს და შეიმუშავებს ახალ მართვა-გამგეობის დოკუმენტს, რომ მომავალშიც ავიცილოთ ერთპიროვნული და პარტიული გადაწყვეტილებებით მწერალთა სახლის მუშაობაში ჩარევა," - წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: იაკი კაბე გვანცა ჯობავა ლაშა ბუღაძე რატი მუჯირი ნინა სურამელაშვილი რატი ამაღლობელი დარეჯან კიკოლიაშვილი გია გოკიელი გიორგი შონია შორენა ლებანიძე ბუბა კუდავა მაკა კასრაძე ნათია გიორგაძე ნათია ორმოცაძე მაშო სამადაშვილი თაკო ლონდარიძე ელენე ჯაფარიძე თამარ კორკოტაშვილი დალილა გოგია მანანა მათიაშვილი ანი მილაშვილი თინა მამულაშვილი თეკლა ქველაძე თაკო კიკვაძე ნატო გორდელაძე დათო გორგილაძე რუსუდან რუხაძე ნატო ალხაზიშვილი მაია ბადრიძე მაია ცირამუა ეკატერინე ტოგონიძე ივა ფეზუაშვილი შოთა იათაშვილი ნატო კვარაცხელია ბექა ადამაშვილი ინგა ჟღენტი ბელა ჩეკურიშვილი ლელა კურტანიძე მაია კუდავა ზვიად კვარაცხელია თამთა მელაშვილი ბესო სოლომანაშვილი ირაკლი სოლომანაშვილი მაგდა ნოვაკოვსკა კოკა ქამუშაძე ნიკოლოზ აგლაძე ზურა პაპიაშვილი ბათუ დანელია თეონა დოლენჯაშვილი ნინია ნადირაძე ქეთი ქანთარია მაია ლიპარტელიანი სალომე ბენიძე გიორგი ხარაიშვილი ირინე ჭოღოშვილი მაიკო დანელია ლელა კოდალაშვილი ია ჯინჭარაძე ნინი ელიაშვილი სოფიო კუბლაშვილი მაკო ჯანჯიბუხაშვილი მაია ალუდაური მაკა ლდოკონენი ზაალ ანდრონიკაშვილი გაგა ნახუცრიშვილი თორნიკე სიბაშვილი ანა კოპალიანი თამარ კვიჟინაძე ეკა ქევანიშვილი ლელა დუმბაძე ნიკა ლაშხია ლანა კალანდია ირაკლი ლომოური ხათუნა თავდგირიძე სანდრო ნავერიანი ნუკა ღამბაშიძე ანი ყიასაშვილი მარიამ კვიციანი ამირან რამიშვილი თინათინ ბერიაშვილი ტორესა მოსი წალენჯიხის ლიტერატურული ფესტივალი “გრანელი” ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი F5 განცხადების ავტორების თქმით, მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, „პარტიული კუთვნილების ნიშნით შეარჩიოს და ერთპიროვნულად დახურულ კარს მიღმა დანიშნოს ისეთი ინსტიტუციის ხელმძღვანელი, როგორიცაა მწერალთა სახლი, კატეგორიულად მიუღებელია.“ „ის წარმოადგენს საბჭოთა ტოტალიტარული ტრადიციის ამაზრზენ გამოხატულებას და დამაზიანებელია ქართული კულტურისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ურთიერთობებისთვის. ჩვენ, ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები და ლიტერატურულ სფეროში დასაქმებული ადამიანები ვუცხადებთ დაუმორჩილებლობას კულტურის სამინისტროს პოლიტიკას, რომელიც ატარებს არადემოკრატიულ, საბჭოთა, ანტისახელმწიფოებრივ ხასიათს. შესაბამისად, ჩვენ არ ვიღებთ ახალ დირექტორს, რომელმაც ქართული საზოგადოების წინააღმდეგ ხმა მისცა "რუსულ კანონს". არ ვაღიარებთ საბჭოთა მეთოდებით ლიტერატურულ ცხოვრებასა და პროცესებში ჩარევას. მოვითხოვთ, შეიქმნას მწერლების მიერ გამოყოფილ სამუშაო ჯგუფთან ერთად კომისია, რომელიც შეარჩევს მწერალთა სახლის დირექტორის კანდიდატს და შეიმუშავებს ახალ მართვა-გამგეობის დოკუმენტს, რომ მომავალშიც ავიცილოთ ერთპიროვნული და პარტიული გადაწყვეტილებებით მწერალთა სახლის მუშაობაში ჩარევა."
მწერალთა სახლი განცხადებას ავრცელებს
მწერალთა სახლის ხელმძღვანელად ქეთევან დუმბაძის დანიშვნის შემდეგ, ორგანიზაციის სახელით განცხადება ვრცელდება, რომელშიც საუბარია, რომ „პირდაპირი დანიშვნის წესით ახალი დირექტორის მოსვლა ორგანიზაციაში, საფრთხეს უქმნის რიგი პროექტების თავისუფალ მართვას.“ ქეთევან დუმბაძე დეპუტატის მანდატს დატოვებს და საქართველოს მწერალთა სახლს უხელმძღვანელებს „მწერალთა სახლის, როგორც კულტურულ-საზოგადოებრივი ინსტიტუციის ისტორია უკვე ათ წელზე მეტს ითვლის. ამ პერიოდში ეტაპობრივად გაიზარდა ჩვენი გუნდის შემადგენლობა, გაფართოვდა სამუშაო პროფილი, წარმატებით განხორციელდა არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კულტურული და საგანმანათლებლო პროექტი. საპრეზენტაციო სივრცესთან ერთად, მაჩაბლის 13 ნომერში ბინა დაიდო მწერალთა რეზიდენციამ, დავით სარაჯიშვილისა და რეპრესირებული მწერლების მუზეუმებმა. ორგანიზაციის ზრდისა და განვითარების ყოველ ეტაპზე მწერალთა სახლის სათავეში იყო ნატა ლომოური, ვინც ეს სახლი უფუნქციო შენობიდან ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე და ღია კულტურულ ინსტიტუციად აქცია. ყველა პროექტი და წარმატება პირდაპირ არის მისი და მის მიერ ჩამოყალიბებული გუნდის ინიციატივებისა და დაუღალავი შრომის შედეგი. ჩვენთვის სამწუხაროდ და ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ, ნატა ლომოური დღეს აღარ იკავებს მწერალთა სახლის დირექტორის თანამდებობას. არადა, სწორედ მისი ხელმძღვანელობისას, ორგანიზაციის საქმიანობა იყო მუდმივად მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული. ამას მოწმობს ჩვენი ბენეფიციარების - მწერლების, მთარგმნელებისა და გამომცემლების უდიდესი მხარდაჭერაც. ჩვენი საქმიანობის ათი წლის თავზე სასწორზე დევს მწერალთა სახლის არაერთი ეროვნული და საერთაშორისო პროექტი. მიგვაჩნია, რომ პირდაპირი დანიშვნის წესით ახალი დირექტორის მოსვლა ორგანიზაციაში, საფრთხეს უქმნის ამ პროექტების თავისუფალ და უცენზურო მართვას. ჩვენ ვმუშაობთ მწერლებთან და მწერლებისთვის, ამიტომ ვუერთდებით 100-ზე მეტი მწერლის, მთარგმნელისა და გამომცემლის მოთხოვნას და მივიჩნევთ, რომ ორგანიზაციის ახალი დირექტორი უნდა აირჩიოს დარგის პროფესიონალებისგან შემდგარმა კომისიამ,“ - წერია განცხადებაში. მწერალთა, მთარგმნელთა და გამომცემელთა ნაწილი მწერალთა სახლის დირექტორად ქეთევან დუმბაძის დანიშვნას აპროტესტებს
ქეთევან დუმბაძის თქმით, მწერალთა სახლში არაფერი შეიცვლება, იქ ყოველთვის მთავარი იქნება ლიტერატურა და არა პოლიტიკა
მწერალთა სახლის მომავალი ხელმძღვანელის, ქეთევან დუმბაძის განცხადებით, იმის წარმოდგენა, რომ ვიღაც ცენზურას დააწესებს, გამორიცხულია. დუმბაძის თქმით, „მწერალთა სახლი არის თავისუფალი ხელოვანების არაჩვეულებრივი სივრცე, სადაც ყოველთვის მთავარი იყო მწერალი, მისი სიტყვა, მისი აზრი, მისი იდეები და, რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის ასე იქნება.“ მწერალთა სახლი განცხადებას ავრცელებს ის აღნიშნავს, რომ მწერალთა სახლში მთავარი იქნება ლიტერატურა და არა პოლიტიკა. „მხოლოდ იმ თვისებების გამო გაჩნდა ეს ჩემი კანდიდატურა, რომ თავგადაკლული ვარ ლიტერატურაზე. ეს არის ჩემთვის უზენაესი ღირებულება - მწერალი და მისი შემოქმედება. მე ვიცი, როგორც იქმნება და რა ძალისხმევა სჭირდება თითოეულ სიტყვას. მე ეს მინახავს ჩემი თვალით და ამაში გავიზარდე,“ - აცხადებს დუმბაძე „იმედთან“ და აღნიშნავს, რომ შეხვდება ყველას, ვისაც მასთან შეხვედრასა და თანამშრომლობა სურს. ქეთევან დუმბაძე მწერალთა სახლს 4 სექტემბრიდან უხელმძღვანელებს. „რა თქმა უნდა, მადლობა შემოქმედებით ჯგუფს და ნატაშა ლომოურსაც ყველაფრისთვის, რაც გაკეთდა 12 წლის განმავლობაში. მაგრამ იქ არაფერი შეიცვლება და არაფერი გაფუჭდება. პირიქით, ყველა ის პროექტი უფრო გაღრმავდება, უფრო მეტი შესაძლებლობა გაჩნდება. იქ ყოველთვის მთავარი იქნება ლიტერატურა და მეტი არაფერი, არავითარი პოლიტიკა,“ - აცხადებს დუმბაძე. ქეთევან დუმბაძე დეპუტატის მანდატს დატოვებს და საქართველოს მწერალთა სახლს უხელმძღვანელებს
კულტურის სფეროს წარმომადგენელთა ნაწილი ქეთევან დუმბაძეს "მწერალთა სახლის" დირექტორად დანიშვნას ულოცავს
კულტურის სფეროს წარმომადგენელთა ნაწილი ქეთევან დუმბაძეს "მწერალთა სახლის" დირექტორად დანიშვნას სპეციალური წერილით ულოცავს. ერთობლივ წერილს ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი აქვეყნებს. „კულტურის სფეროს წარმომადგენლები ქეთევან დუმბაძეს წარმატებას ვუსურვებთ. ქეთევან დუმბაძე ლიტერატორებისა და მწერლების დიდი ოჯახის წევრია. სტუდენტობის წლებიდან მოყოლებული, მონდომებითა და პასუხისმგებლობით ეკიდებოდა მინდობილ საქმეს მთარგმნელობით კოლეგიასა თუ სატელევიზიო ჟურნალისტიკის სფეროში. როგორც ავტორი და პროდიუსერი, ურთულეს წლებში, დიდი რისკის ფასად ამზადებდა აქტუალურ და პრინციპულად მნიშვნელოვან გადაცემებს, რომლითაც ავტორიტარულ რეჟიმს უპირისპირდებოდა. ქეთევან დუმბაძე მუშაობდა კულტურის სამინისტროში, ლიტერატურული სფეროს მრჩევლად და არაერთი სასიკეთო საქმე გააკეთა თანამედროვე ლიტერატურის, წიგნისა და ავტორთა პოპულარიზაციისთვის. პროექტით „ცოცხალი წიგნები“, უკვე აღიარებულ თუ ახალბედა ავტორებთან ერთად, მან საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტი მოიარა. თანამედროვე ავტორები უკვე მერვე წელია ხვდებიან საზოგადოებას, მკითხველებს, ახალგაზრდებს საქართველოს ყველა კუთხეში, უნივერსიტეტებში, სახლ-მუზეუმებში, სკოლებში. ამავე პროექტის წიაღში შეიქმნა „მწერლის თეატრიც“, რომელიც თავდაპირველად მარჯანიშვილის თეატრში იმართებოდა, ახლა კი თუმანიშვილის თეატრში იმართება. ამავე პროექტით ქართველი ავტორები მონაწილეობენ ლიტერატურულ ფესტივალებში იტალიაში, გერმანიაში, შვედეთში, ისრაელში, თურქეთში, ხვდებიან ქართულ სათვისტომოებს, საკვირაო სკოლებს, მონაწილეობენ მთარგმნელობით ვორკშოპებში. ქართველი ავტორების არაერთი კრებული გამოიცა უცხოეთში, რომელთა თარგმანის ხელშეწყობაც სწორედ „ცოცხალი წიგნების“ მეშვეობით ხორციელდება. ქეთევან დუმბაძის ინიციატივით შეიქმნა 120-ზე მეტი თანამედროვე ქართველი მწერლის ვიდეო პორტრეტი და უნიკალური ვიდეო ფონდი. ასევე შეიქმნა დოკუმენტური ფილმი ჭაბუა ამირეჯიბზე, მწერლის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად. სახელმწიფო ლიტერატურული კონკურსები („ლიტერა“, იაკობ გოგებაშვილის სახელობის კონკურსი საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის დარგში, „მუზა“) მისი უშუალო ინიციატივით ან აქტიური მონაწილეობით დაფუძნდა. და, რაც ხაზგასმით აღსანიშნავია: ნებისმიერ პროექტში, კონკურსში, ფესტივალსა თუ შეხვედრაში მონაწილეობისთვის, ქეთევან დუმბაძეს არასოდეს შეურჩევია ხელოვანები მათი პოლიტიკური შეხედულებების გათვალისწინებით. ზემოთქმული მხოლოდ ნაწილობრივი აღნუსხვაა იმ საქმეებისა, რაც ქართული მწერლობის წინსვლისთვის ქეთევან დუმბაძეს დღემდე გაუკეთებია. საყოველთაოდ ცნობილია ქეთევან დუმბაძის საუკეთესო პიროვნული თვისებები - სიკეთე, გულისხმიერება, ურთიერთობის იშვიათი უნარი... სხვადასხვა თაობის უამრავ ქართველ მწერალს პირადად უგრძნია მისი გამორჩეული ყურადღება და გულისხმიერება. ვულოცავთ ქეთევან დუმბაძეს მწერალთა სახლის ხელმძღვანელად დანიშვნას და ვუსურვებთ წარმატებას ქართული კულტურის სასიკეთოდ,“ - ნათქვამია წერილში. განცხადება და ხელმომწერთა სია - სრულად. ქეთევან დუმბაძის თქმით, მწერალთა სახლში არაფერი შეიცვლება, იქ ყოველთვის მთავარი იქნება ლიტერატურა და არა პოლიტიკა. „მხოლოდ იმ თვისებების გამო გაჩნდა ეს ჩემი კანდიდატურა, რომ თავგადაკლული ვარ ლიტერატურაზე,“ - აცხადებდა ის რამდენიმე დღის წინ. რატომ დაუჭირა მხარი უცხოური აგენტების შესახებ კანონს, ქეთევან დუმბაძემ ამ საკითხზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ძალიან ბევრი ადამიანი მიხვდა, რისთვის იყო, როგორ იყო ეს კანონი და არავითარი რუსული იქ არ იყო. ეს კანონი არავის მიუღია. ეს იყო პირველი მოსმენა, რომლის საფუძველზეც ეს კანონი საერთაშორისო ორგანიზაციებში უნდა გადაგზავნილიყო და მათგან უნდა მოსულიყო დასკვნა. ამას მისცა ხმა ქეთი დუმბაძემ და ხმა მისცა გამჭვირვალობას. როდესაც შენს ქვეყანას ასე არყევენ, ეს მარტო ქეთინო დუმბაძის ინტერესი არ არის. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რისთვის შემოდის მილიონები ამ ქვეყანაში.“ ქეთევან დუმბაძე დეპუტატის მანდატს დატოვებს და საქართველოს მწერალთა სახლს 4 სექტემბრიდან უხელმძღვანელებს მწერალთა, მთარგმნელთა და გამომცემელთა ნაწილი მწერალთა სახლის დირექტორად ქეთევან დუმბაძის დანიშვნას აპროტესტებს. განცხადების ავტორების თქმით, მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, „პარტიული კუთვნილების ნიშნით შეარჩიოს და ერთპიროვნულად დახურულ კარს მიღმა დანიშნოს ისეთი ინსტიტუციის ხელმძღვანელი, როგორიცაა მწერალთა სახლი, კატეგორიულად მიუღებელია.“ მწერალთა სახლის ხელმძღვანელად ქეთევან დუმბაძის დანიშვნის შემდეგ, ორგანიზაციის სახელით განცხადება გავრცელდა, რომელშიც საუბარია, რომ „პირდაპირი დანიშვნის წესით ახალი დირექტორის მოსვლა ორგანიზაციაში, საფრთხეს უქმნის რიგი პროექტების თავისუფალ მართვას.“