თეგი: ქონება
წელს სახელმწიფომ ₾170 მილიონის ქონება გაყიდა
ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, მიმდინარე წლის ორი კვარტლის პრივატიზაციის გეგმა 108%-ით შეასრულა - ამის შესახებ ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს. უწყების თანახმად, წლის პირველ ნახევარში პრივატიზაციის შედეგად მობილიზებულმა თანხამ 170,297,378 ლარი შეადგინა, საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტში, გეგმით გათვალისწინებული 118,000,000 ლარის ნაცვლად, 127,558,754 ლარი გადაირიცხა, თვითმმართველობების ბიუჯეტში - 26,370,851 ლარი, ხოლო აჭარის მთავრობის ბიუჯეტში კი 1,154,734 ლარი მიიმართა. დაჩქარებული პრივატიზაციის პროგრამის ფარგლებში, წელს ქონების ეროვნულმა სააგენტომ 1,190 აუქციონი გამოაცხადა. "პრივატიცაზიის პროცესი გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ, სააგენტო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სახელმწიფო აქტივების პრივატიზაციას და ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. სტატისტიკის თანახმად, ქონების ეროვნულმა სააგენტომ პირველ კვარტალში 34,833,394 ლარის ქონება გაყიდა, მეორე კვარტალში კი 92,725,360 ლარის ქონება. 2022 წლის განმავლობაში ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული ყველაზე მსხვილი აუქციონი ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფოს გაყიდვა იყო, რომელიც საქართველო რუსეთის ორმაგმა მოქალაქემ, ბიზნესმენმა შალვა ბრეუსმა 16 მილიონ ლარად შეიძინა. 10 მილიონ ლარად გაიყიდა ყოფილი რიყის დოქები, რომელიც ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა შეიძინა. ასევე, 10 მილიონ ლარად გაიყიდა ფოთის პორტის მიმდებარედ 74 ჰექტარის მიწის ნაკვეთი. რამდენიმე დღის წინ ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში საპრივატიზაციოდ 24 მსხვილი ობიექტი გამოიტანა, რომელთა საერთო ღირებულება 43.7-მილიონი ლარია. სახელმწიფო ქონების პრივატიზება
საქართველოში დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონების დაყადაღების წესი იცვლება
პარლამენტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი 89 ხმით დაუჭირა. საქართველოში დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონების დაყადაღების წესი იცვლება. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. კანონპროექტის მუხლობრივი განხილვისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა და განმარტა, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებას ან ქონებას, რომლის მიმართაც ჩადენილია დანაშაული, ყადაღა შეიძლება დაედოს, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას ახალი დანაშაულის ჩასადენად გამოიყენებენ; არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას გაანადგურებენ ან დააზიანებენ; არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას გადამალავენ, გაასხვისებენ ან დახარჯავენ; ამ ქონებაზე ყადაღის დადება აუცილებელია მისი შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, რადგან დასაბუთებული ვარაუდის მტკიცებულებითი სტანდარტით დასტურდება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქონების ჩამოსართმევად საჭირო შესაბამისი გარემოებების არსებობა. „თუ იარსებებს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას ახალი დანაშაულის ჩასადენად გამოიყენებენ ან გადამალავენ, გაასხვისებენ ან დახარჯავენ, ამ შემთხვევებში, ქონებაზე ყადაღის დადება მესაკუთრეს ან მფლობელს აუკრძალავს ქონების განკარგვას, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, აგრეთვე, ქონებით სარგებლობაც აეკრძალება“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა. როგორც დეპუტატმა განმარტა, კანონპროექტით ასევე განისაზღვრება, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებას ან ქონებას, რომლის მიმართაც ჩადენილია დანაშაული, ყადაღა სამ ეტაპად დაედება და თითოეულ ეტაპზე ყადაღის დადების ვადა იქნება 12 თვე. ასევე, თუ დაწყებულია „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შესაბამისი პროცედურები, ქონებაზე ყადაღის დადება ხუთ ეტაპად განხორციელდება და თითოეულ ეტაპზე ყადაღის დადების ვადა, ასევე, 12 თვე იქნება. ყოველ შემდეგ ეტაპზე დადგენილი ვადით ქონებაზე ყადაღის შესახებ სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდების მხარე მიმართავს. უფრაქციო დეპუტატის, შალვა შავგულიძის შეფასებით, პირველი მოსმენის შემდეგ კანონპროექტი, კორექტირების შედეგად, კიდევ უფრო გაუარესებულია საკუთრების კონსტიტუციური უფლების დაცვის თვალსაზრისით. „პირველი მოსმენისას წარმოდგენილ ვარიანტში ის მაინც იყო აღნიშნული, რომ უნდა ყოფილიყო ყადაღის დადების დასაბუთებული ვარაუდი, რომ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული ან ეს ქონება დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული და, ასევე, დასაბუთებული ვარაუდი უნდა ყოფილიყო იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ემატება ამ მოთხოვნას - რა მიზანთან დაკავშირებითაც იყო დასაბუთებული ვარაუდი, რომ ყადაღის დადება საჭიროა: ახალი დანაშაულის აღსაკვეთად, დაზიანებისგან, განადგურებისგან, გასხვისებისგან დასაცავად. ახალი რედაქციით, გამოდის, რომ მხოლოდ ის პირობა, რომ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული ან ეს ქონება დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული , სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ყადაღა დაედოს ისეთი კეთილსინდისიერი შემძენის ქონებას, რომელსაც საერთოდ არანაირი კავშირი არ უსაბუთდება ამ დანაშაულის ჩამდენთან ან ამ ქონების მიმართ ჩადენილ დანაშაულთან“, -განაცხადა შალვა შავგულიძემ. როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, კანონპროექტი ქონებასთან მიმართებით ადამიანის უფლებების სტანდარტს აუმჯობესებს. „თუკი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გავეცნობით და შემდეგ ამ კანონპროექტს, მე მგონი ერთმნიშვნელოვნად ჩანს, რომ ეს კანონპროექტი უფლებების დაცვის სტანდარტს ყადაღასთან მიმართებით, სისხლის სამართლის პროცესში აუმჯობესებს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
Reuters: Twitter-ის შეძენის გამო ილონ მასკის ქონება $70 მილიარდით შემცირდა
ილონ მასკის ქონება $70 მილიარდით შემცირდა მას შემდეგ, რაც აპრილში სოციალური ქსელი Twitter-ის შეძენის სურვილი გააჟღერა. ილონ მასკის ქონებრივი მდგომარეობის ცვლილების შესახებ Reuters-ი წერს. Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგის მიხედვით, მასკის ქონება 8 ნოემბერს $200 მილიარდამდე შემცირდა. რადგან ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla-ს აქციების ფასი დაეცა. „ინვესტორებმა Tesla-ს აქციების გაყიდვა დაიწყეს, იმის გამო, რომ მასკი უფრო მეტად Twitter-ის განვითარებაზე გადაერთო. შედეგად, Tesla-მ დაკარგა საბაზრო ღირებულების თითქმის ნახევარი, რომელიც ახლა $622 მილიარდია“, - წერს Forbes. მიუხედავად ამისა, ილონ მასკი მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანია და თითქმის $40 მილიარდით (Forbes-ის მიხედვით) უსწრებს უახლოეს მდევარს, LVMH-ის მფლობელს, ბერნარ არნოს. მასკმა Twitter-ის შესყიდვის გარიგება 27 ოქტომბერს დაასრულა და კომპანიაში $44 მილიარდი გადაიხადა.
რუსი ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის აქტივები, უკრაინის სახელმწიფო ქონების ფონდს გადაეცა
უკრაინის მთავრობამ რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვის აქტივები, სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელობას გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. „რუსი ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის ქონება, სანქციების შესახებ განახლებული კანონის შესაბამისად კონფისკაციას დაექვემდებარა და სახელმწიფო ქონების ფონდის მმართელობას გადაეცემა. კერძოდ, უკრაინის ბიუჯეტის შევსებასთან და კომპენსაციასთან დაკავშირებული ამოცანების განხორციელების შესაძლებლობით, რუსული აგრესიის შედეგად მიყენებული ზარალისთვის“, - განაცხადა უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა - ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უზენაესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ პუტინის ოლიგარქის ქონების კონფისკაცია, კერძოდ, 17 უძრავი ქონების ობიექტი და კორპორატიული უფლებები 5 ბიზნეს-სუბიექტის საწესდებო კაპიტალში მოახდინა. 42,09% შპს ელექტროზავოდ-ვიტში (ზაპოროჟიე); 59,2% შპს ITM-Ukraine-ში (კიევი); 59.2% შპს Smart Digital Solutions-ში (კიევი); 42,09% შპს სამეცნიერო და საინჟინრო ცენტრი "ZTZ-სერვისი" (ზაპოროჟიე); 34,21% სს „უკრაინის კვლევითი დიზაინისა და ტრანსფორმატორული ინჟინერიის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან“ (ზაპოროჟიე). უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის (IWG) მუშაობის დაწყებიდან, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ, უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებებით, სანქციები თითქმის 4 500 ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაუწესა.
დიდი რაოდენობით პირადი ქონების დაკარგვის გამო ილონ მასკი, გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა
SpaceX-ის, Tesla-სა და Twitter-ის მფლობელი, აშშ-ში მცხოვრები მილიარდერი ილონ მასკი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. Bloomberg: ილონ მასკი მსოფლიოში პირველი ადამიანია, რომელმაც $200 მილიარდი დაკარგა ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ მასკმა 2022 წელს დაკარგული პირადი ქონების მოცულობით, მსოფლიო რეკორდი მოხსნა. ამის შესახებ Business Insider ორგანიზაციის პრესრელიზზე დაყრდნობით იუწყება. „ილონ მასკმა, პირადი სიმდიდრის ყველაზე დიდი დანაკარგით მსოფლიო რეკორდი დაამყარა“, - ნათქვამია გინესის რეკორდების წიგნში. ილონ მასკმა 2022 წელს $140 მილიარდი დაკარგა, თუმცა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მეორეა 2022 წლის მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი ცნობილია - forbes ორგანიზაციამ თავისი გადაწყვეტილება Forbes-ის მონაცემებით გაამართლა, რომლის მიხედვითაც მასკის პირადი კაპიტალი მხოლოდ ერთ წელიწადში $183 მილიარდით შემცირდა. ილონ მასკამდე წინა რეკორდსმენი იყო იაპონელი მეწარმე, Softbank-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მასაიოში სონი. 2000 წელს მან $58,6 მილიარდი დაკარგა. „არ ინერვიულოთ, მიუხედავად იმისა, რომ მასკმა დაკარგა მეტი ფული, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ადამიანმა ისტორიაში, ის მალე არ მოკვდება შიმშილით. ის მსოფლიოში კვლავ მეორე უმდიდრესი ადამიანია“, - ნათქვამია გინესის რეკორდების წიგნში.