Reuters: Twitter-ის შეძენის გამო ილონ მასკის ქონება $70 მილიარდით შემცირდა

ილონ მასკის ქონება $70 მილიარდით შემცირდა მას შემდეგ, რაც აპრილში სოციალური ქსელი Twitter-ის შეძენის სურვილი გააჟღერა. 

ილონ მასკის ქონებრივი მდგომარეობის ცვლილების შესახებ Reuters-ი წერს.

Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგის მიხედვით, მასკის ქონება 8 ნოემბერს $200 მილიარდამდე შემცირდა. რადგან ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla-ს აქციების ფასი დაეცა.

„ინვესტორებმა Tesla-ს აქციების გაყიდვა დაიწყეს, იმის გამო, რომ მასკი უფრო მეტად Twitter-ის განვითარებაზე გადაერთო.

შედეგად, Tesla-მ დაკარგა საბაზრო ღირებულების თითქმის ნახევარი, რომელიც ახლა $622 მილიარდია“, - წერს Forbes.

მიუხედავად ამისა, ილონ მასკი მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანია და თითქმის $40 მილიარდით (Forbes-ის მიხედვით) უსწრებს უახლოეს მდევარს, LVMH-ის მფლობელს, ბერნარ არნოს.

მასკმა Twitter-ის შესყიდვის გარიგება 27 ოქტომბერს დაასრულა და კომპანიაში $44 მილიარდი გადაიხადა.