თეგი: შეტევა
უკრაინის გენშტაბი: რუსეთის შეტევა, დონეცკის ოლქის 10 დასახლებულ პუნქტთან მოვიგერიეთ
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში, უკრაინელმა ჯარისკაცებმა, დამპყრობლების თავდასხმები დონეცკის ოლქის ბახმუტის, ბელოგოროვკას, კურდიუმოვკას, მარინკას, ნოვომიხაილოვკას, პერვომაისკოეს, პოდგოროდნოიეს, სადავო, სტელმაჰოვკას და იაკოვლევკას დასახლებებში მოიგერიეს. „გასული დღის განმავლობაში მტერმა, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 2 სარაკეტო დარტყმა და 60-ზე მეტი დაბომბვა განახორციელა. რუსული სარაკეტო დარტყმის ქვეშ იყო ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ვოლინსკის, პოლესკის და სივერსკის მიმართულებებში ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, მტრის შემტევი დაჯგუფებების ფორმირების ნიშნები არ გამოვლენილა. ბელგოროდის რეგიონის სასაზღვრო რაიონებში სლობოჟანსკის მიმართულებით, მტრის გარკვეული ნაწილები აგრძელებენ დავალებების შესრულებას და რუსეთ-უკრაინის საზღვრზე საჩვენებელი და პროვოკაციული მოქმედებების განხორციელებას. კუპიანსკისა და ლიმანსკის მიმართულებებზე, მტერი იცავს ადრე ოკუპირებულ ხაზებს. საარტილერიო დაბომბვა დაფიქსირდა, კერძოდ, ხარკოვის ოლქის დასახლებების კროხმალნოესა და ტაბაევკას რაიონებში; ლუგანსკის ოლქში მაკეევკა, ნევსკოე, ნოვოსელოვსკოე, პლოშჩადკა და სტელმახოვკა და დონეცკის ოლქში ბერესტოვოე. ბახმუტისა და ავდეევსკის მიმართულებებზე, მტერი თავის ძირითად ძალისხმევის კონცენტრირებას შეტევითი ოპერაციების წარმოებაზე ახდენს. ახორციელებს დაბომბვას ტანკებიდან, ნაღმტყორცნებიდან, ქვემეხიდან და სარაკეტო არტილერიიდან. ნოვოპავლოვსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებებზე მტერი თავდაცვითია. კრივი როჰისა და ხერსონის მიმართულებით მტერი ახორციელებს პოზიციურ თავდაცვას, აუმჯობესებს საფორტიფიკაციო აღჭურვილობას და ლოგისტიკურ მხარდაჭერას მოწინავე ნაწილებისთვის. ჩვენი ჯარების პოზიციების გასარკვევად და საარტილერიო ცეცხლის გასწორების მიზნით, უპილოტო საფრენი აპარატი ახორციელებს საჰაერო დაზვერვას“, - ნათქვამია, უკრაინის გენშტაბის განცხადებაში. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
რუსეთის კიდევ აეროდრომზე დრონით იერიში განხორციელდა
დრონის თავდასხმის შედეგად, რუსეთის ფედერაციის კურსკის აეროდრომის მიდამოში ნავთობის შესანახ ავზს ცეცხლი გაუჩნდა. მედია: რუსეთში აფეთქება კიდევ ერთ სამხედრო აეროდრომზე მოხდა ამის შესახებ დღეს, დილით „ტელეგრამზე“ კურსკის ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა დაწერა. მისივე თქმით, მსხვერპლი არ ყოფილა. ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. რუსეთის კურსკის ოლქი უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება. მედია: რუსეთში, სარატოვის ოლქის აეროდრომზე, უპილოტო თვითმფრინავებით თავდასხმა განხორციელდა 5 დეკემბერს დილით, რუსულმა მედიამ გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთის რიაზანის და სარატოვის ოლქებში მდებარე სამხედრო ბაზების აეროდრომებზე თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით მოხდა. დაიღუპა 3 რუსი სამხედრო და დაზიანდა სტრატეგიული ბომბდამშენები ტუ-95. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ეს ინფორმაცია მხოლოდ ღამით დაადასტურა და შეტევაში უკრაინა დაადანაშაულა. უკრაინულ მხარეს კომენტარი ამ დორმდე არ გაუკეთებია.
კიევმა ირანული დრონებით შეტევის რამდენიმე ტალღას გაუძლო - ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი პოპკომ დღეს დილით განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა 20-ზე მეტი ირანული შაჰედით უკრაინის დედაქალაქზე იერიში მიიტანეს. მისივე ინფორმაციით, თავდასხმისას 20-დან 15 უპილოტო თვითმფრინავის განეიტრალება შეძლეს. „კიევმა გაუძლო ირანული შაჰედების თავდასხმების რამდენიმე ტალღას [...] სამწუხაროდ, დარტყმები განხორციელდა კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე. ზუსტდება ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ", - სერჰი პოპკომ.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა 25 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს
გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა, დამპყრობლების თავდასხმები რეგიონებში 25 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა Facebook-ზე განაცხადა. „ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს დამპყრობლების თავდასხმები ოცდახუთი დასახლებული პუნქტის რაიონებში. მათ შორისაა მასიუტოვკა ხარკოვის რეგიონში; პოდკუიჩანსკი, დიბროვა და ბელოგოროვკა ლუგანსკის რეგიონში და ვერხნეკამენსკოე, ვესელე, იაკოვლევკა. დონეცკის ოლქში, ბახმუტსკოე, ბახმუტ, ვოდიანოე, სანდსი, ნეველსკოე, მარინკა, ნოვომიხაილოვკა და პრეჩისტოვკა", - ნათქვამია განცხადებაში. ამავდროულად, მტერმა განახორციელა 5 სარაკეტო და 16 საჰაერო დარტყმა, ასევე 61 დაბომბვა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან. დეკემბრის დასაწყისიდან უკრაინაში 67 ირანული დრონი ჩამოაგდეს შედეგად, მძიმედ დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და დაზარალდა ქალაქ ხერსონის, კონსტანტინოვკასა და ვოლჩანსკის მშვიდობიანი მოსახლეობა. მთელს უკრაინაში საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.