კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი პოპკომ დღეს დილით განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა 20-ზე მეტი ირანული შაჰედით უკრაინის დედაქალაქზე იერიში მიიტანეს.
მისივე ინფორმაციით, თავდასხმისას 20-დან 15 უპილოტო თვითმფრინავის განეიტრალება შეძლეს.
„კიევმა გაუძლო ირანული შაჰედების თავდასხმების რამდენიმე ტალღას [...] სამწუხაროდ, დარტყმები განხორციელდა კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე. ზუსტდება ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ", - სერჰი პოპკომ.