რუსეთის კიდევ აეროდრომზე დრონით იერიში განხორციელდა

დრონის თავდასხმის შედეგად, რუსეთის ფედერაციის კურსკის აეროდრომის მიდამოში ნავთობის შესანახ ავზს ცეცხლი გაუჩნდა.

ამის შესახებ დღეს, დილით „ტელეგრამზე“ კურსკის ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა დაწერა. 

მისივე თქმით, მსხვერპლი არ ყოფილა. ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. 

რუსეთის კურსკის ოლქი უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება.

5 დეკემბერს დილით, რუსულმა მედიამ გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთის რიაზანის და სარატოვის ოლქებში მდებარე სამხედრო ბაზების აეროდრომებზე თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით მოხდა. 

დაიღუპა 3 რუსი სამხედრო და დაზიანდა სტრატეგიული ბომბდამშენები ტუ-95. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ეს ინფორმაცია მხოლოდ ღამით დაადასტურა და შეტევაში უკრაინა დაადანაშაულა.

უკრაინულ მხარეს კომენტარი ამ დორმდე არ გაუკეთებია.