თეგი: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
სოფო გორგოძე: ბოლო ორ-სამ წელიწადთან შედარებით, წელს სწავლის გაგრძელების უფლება ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განცხადებით, ბოლო ორ-სამ წელიწადთან შედარებით, წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა. 2022 წლის მონაცემებით, 32 100-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, მათგან სახელმწიფო გრანტი 6 550-მა მოიპოვა „სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 550-მდე გამოსაცდელმა, რომელთაგან 100%-იანი გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა. სად გააგრძელებენ სწავლას და რა რაოდენობის გრანტი მიიღეს, ინფორმაცია ამის შესახებ დღეს 12:00 საათზე online.naec.ge-ზე გამოქვეყნდა. სულ სახელმწიფოს აბიტურიენტებისთვის დაფინანსების მიზნით გამოყოფილი აქვს 12 მილიონზე მეტი. წელს საკმაოდ დიდი რაოდენობა იყო აბიტურიენტების, 41 000-ზე მეტი, შესაბამისად, ჩარიცხულებიც გვყავს ყველაზე დიდი რაოდენობის ბოლო 2-3 წელიწადში. როგორც წესი, 28-29 000 იყო ხოლმე ჩარიცხული, წელს გვყავს 32 100-ზე მეტი ჩარიცხული. ვულოცავ თითოეულ მათგანს და წარმატებებს ვუსურვებ. გრანტთან დაკავშირებით რადიკალური ცვლილება არ არის. 8 000 არის ისეთი, რომელიც გამოეთიშა კონკურსს, მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც ზღვარი გადალახული ჰქონდათ ყველა საგანში, თუმცა იმის გამო, რომ არ აირჩიეს საკმარისი რაოდენობის პროგრამები, ან აირჩიეს ისეთი პროგრამები, სადაც ძალიან მაღალი კონკურსი იყო, გამოეთიშნენ კონკურსს“, – განაცხადა სოფო გორგოძემ. დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, სოფო გორგოძე თანამდებობას ტოვებს. „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩემი მუშაობიდან უკვე 5 წელი გავიდა. ეს გახლდათ არაჩვეულებრივი გამოცდილება და ძალიან საინტერესო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ამ ეტაპზე მივიღე გადაწყვეტილება, რომ პირველი იანვრიდან, პირადი განცხადების საფუძველზე, დავტოვო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობა. აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მქონდა მიღებული და მას არავითარი კავშირი არ აქვს ცენტრის საქმიანობასთან. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ცენტრის თითოეულ თანამშრომელს ნაყოფიერი და წარმატებული მუშაობისთვის, მინისტრსა და მინისტრის მოადგილეებს კი მხარდაჭერისთვის და ჩემს საქმიანობაში მაქსიმალური ხელშეწყობისთვის. ყოველთვის ვიქნები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დიდი გულშემატკივარი. მცირე შესვენების შემდეგ კვლავ გავაგრძელებ აქტიურ საქმიანობას განათლების სფეროში," - გორგოძის განცხადება ცენტრის Facebook გავრცელდა. ამასთან, ქართული მედიასაშუალებების ცნობით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში უარყოფენ ინფორმაციას, რომ გორგოძის მიერ თანამდებობის დატოვება PISA-ს კვლევებს უკავშირდება. სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად 2018 წელს დაინიშნა.