შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, სოფო გორგოძე თანამდებობას ტოვებს.
„შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩემი მუშაობიდან უკვე 5 წელი გავიდა. ეს გახლდათ არაჩვეულებრივი გამოცდილება და ძალიან საინტერესო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ამ ეტაპზე მივიღე გადაწყვეტილება, რომ პირველი იანვრიდან, პირადი განცხადების საფუძველზე, დავტოვო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობა.
აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მქონდა მიღებული და მას არავითარი კავშირი არ აქვს ცენტრის საქმიანობასთან. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ცენტრის თითოეულ თანამშრომელს ნაყოფიერი და წარმატებული მუშაობისთვის, მინისტრსა და მინისტრის მოადგილეებს კი მხარდაჭერისთვის და ჩემს საქმიანობაში მაქსიმალური ხელშეწყობისთვის. ყოველთვის ვიქნები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დიდი გულშემატკივარი. მცირე შესვენების შემდეგ კვლავ გავაგრძელებ აქტიურ საქმიანობას განათლების სფეროში," - გორგოძის განცხადება ცენტრის Facebook გავრცელდა.
ამასთან, ქართული მედიასაშუალებების ცნობით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში უარყოფენ ინფორმაციას, რომ გორგოძის მიერ თანამდებობის დატოვება PISA-ს კვლევებს უკავშირდება.
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად 2018 წელს დაინიშნა.