თეგი: შიმშილი
გაერო: 2021 წელს მსოფლიოში, 828 მილიონი ადამიანი შიმშილობდა
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (გაერო) გამოაცხადა, რომ გასულ წელს მსოფლიოში იმ ადამიანების რიცხვი, რომელთაც შიმშილი აწუხებთ 46 მილიონით გაიზარდა და 828 მილიონს მიაღწია. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) და მსოფლიო სურსათის პროგრამამ (WFP) გლობალური შიმშილის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნეს. მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2021 წელს მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის 10 პროცენტი შიმშილს განიცდიდა. ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ 5 წლამდე ასაკის დაახლოებით 45 მილიონი ბავშვი იტანჯებოდა არასრულფასოვანი კვების გამო, ხოლო 149 მილიონს იმავე მიზეზით ზრდაში ჩამორჩენის პრობლემა ჰქონდა.
2022 წელს შიმშილის ზღვარზე მყოფ ადამიანთა რიცხვი 65 მილიონით გაიზარდა - გაერო
2022 წელს შიმშილის ზღვარზე მყოფ ადამიანთა რიცხვი 65 მილიონით გაიზარდა და 58 ქვეყანაში 258 მილიონ ადამიანს მიაღწია. გაეროს მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ამის მთავარ მიზეზებს ომები, ექსტრემალური ამინდი და პანდემიის შედეგები წარმოადგენს. "შიმშილის ზღვარზე მყოფ ადამიანთა შორის 35 მილიონი ბავშვია, რომელთა ასაკიც 5 წელს არ აღემატება", - ნათქვამია ინფორმაციაში.