გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (გაერო) გამოაცხადა, რომ გასულ წელს მსოფლიოში იმ ადამიანების რიცხვი, რომელთაც შიმშილი აწუხებთ 46 მილიონით გაიზარდა და 828 მილიონს მიაღწია.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) და მსოფლიო სურსათის პროგრამამ (WFP) გლობალური შიმშილის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნეს. მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2021 წელს მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის 10 პროცენტი შიმშილს განიცდიდა. ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ 5 წლამდე ასაკის დაახლოებით 45 მილიონი ბავშვი იტანჯებოდა არასრულფასოვანი კვების გამო, ხოლო 149 მილიონს იმავე მიზეზით ზრდაში ჩამორჩენის პრობლემა ჰქონდა.