თეგი: ჩამოვარდა

როსტოვის ოლქში, 24 საათში, რუსეთის არმიის მეორე სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

როსტოვის ოლქში რუსული ძალების სუ-25 შემტევი თვითმფრინავი ჩამოვარდა. ამის შესახებ გამოცემა 161.RU წყაროზე დაყრდნობით წერს. როგორც 161.RU-ს წყარომ აცნობა, თვითმფრინავი 9 ოქტომბერს მილეროვსკის რაიონში, როგალიკის ფერმასთან ჩამოვარდა.  „ეს ყველაფერი მოხდა შუადღისას,“ - აღნიშნა უშიშროების წარმომადგენელმა. მისი თქმით, მფრინავი დაიღუპა, რადგან განდევნის სისტემამ არ იმუშავა.  გამოცემა წერს, რომ იმავე დღეს მოროზოვსკის რაიონში თვითმფრინავი სუ-24 ჩამოვარდა, რომელიც რუსულ ძალებს ეკუთვნოდა. წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავის ფრთას ცეცხლი გაუჩნდა, პილოტმა კი მანქანის მინდორზე დაშვება გადაწყვიტა. ინციდენტი სახელმწიფო უწყებებმა TASS-სა და RIA Novosti-ის დაუდასტურეს.  რაც შეეხება მილეროვსკის რაიონში, როგალიკის ფერმასთან რუსული სუ-25-ის ჩამოვარდნის ფაქტს, ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.   

რუსეთში ვერტმფრენი ჩამოვარდა

რუსეთში, ქალაქ ულან-უდეში რუსული მი-8 ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა. „მი-8 ვერტმფრენი ულან-უდეში ბაიკალის აეროდრომზე დაშვებისას ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი სამი ადამიანი დაიღუპა", - წერს რუსული მედია. TASS-ის წყაროს ცნობით, ვერტმფრენს დაცემისას ცეცხლი გაუჩნდა. „ვერტმფრენი მთლიანად დაიწვა, ახლა ხანძარი ლიკვიდირებულია“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.   

ბროვარში ჩამოვარდნილი ვერტმფრენი - სუპერ პუმა, უკრაინას საფრანგეთმა გადასცა - უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის პრესმდივნის, იური იგნატის განცხადებით, კიევის რეგიონში ჩამოვარდნილი ვერტმფრენი უკრაინას საფრანგეთმა გადასცა. კიევთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე დაიღუპნენ მისივე თქმით, Super Puma AS 332 -ის ტიპის ვერტმფრენი ახლა ყველა ძალოვან სტრუქტურას აქვს.  პოდოლიაკი კიევის ოლქში ვერტმფრენის ჩამოვარდნას გამოეხმაურა „ეს ვერტმფრენი სპეციალურად სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის იყო შექმნილი“, - აცხადებს იური იგნატი.  ბროვარში, კიევის ოლქში, ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ახლოს ჩამოვარდა. დაღუპულია 18 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვია. კიევის ოლქში, ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ახლოს ჩამოვარდა - დაიღუპა სულ მცირე, 3 ადამიანი