რუსეთში, ქალაქ ულან-უდეში რუსული მი-8 ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა.
„მი-8 ვერტმფრენი ულან-უდეში ბაიკალის აეროდრომზე დაშვებისას ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი სამი ადამიანი დაიღუპა", - წერს რუსული მედია.
TASS-ის წყაროს ცნობით, ვერტმფრენს დაცემისას ცეცხლი გაუჩნდა.
„ვერტმფრენი მთლიანად დაიწვა, ახლა ხანძარი ლიკვიდირებულია“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.