ბროვარში ჩამოვარდნილი ვერტმფრენი - სუპერ პუმა, უკრაინას საფრანგეთმა გადასცა - უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის პრესმდივნის, იური იგნატის განცხადებით, კიევის რეგიონში ჩამოვარდნილი ვერტმფრენი უკრაინას საფრანგეთმა გადასცა.

მისივე თქმით, Super Puma AS 332 -ის ტიპის ვერტმფრენი ახლა ყველა ძალოვან სტრუქტურას აქვს. 

„ეს ვერტმფრენი სპეციალურად სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის იყო შექმნილი“, - აცხადებს იური იგნატი. 

ბროვარში, კიევის ოლქში, ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ახლოს ჩამოვარდა. დაღუპულია 18 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვია.