თეგი: ჩარლზ მესამე
გაერთიანებული სამეფოს ახალ მონარქად ჩარლზ მესამე ოფიციალურად გამოაცხადეს
გაერთიანებული სამეფოს ახალ მონარქად ჩარლზ მესამე ოფიციალურად გამოაცხადეს. მეფედ კურთხევის ცერემონია წმინდა ჯეიმსის სასახლეში გაიმართა, სადაც დიდი ბრიტანეთის ახალმა მეფემ ქვეყნის ერთგულების ფიცი დადო. ჩარლზ მესამე მეფედ ოფიციალურად დღეს გამოცხადდება სასახლეში შეკრებილია საბჭო, რომელიც შედგება სამეფო ოჯახის წევრებისგან, პრემიერ-მინისტრისგან და სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსებისგან. სასახლეში იმყოფებიან კენტერბერის მთავარეპისკოპოსი და სხვა სასულიერო პირები, ასევე გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრები - გორდონ ბრაუნი, დევიდ კამერონი, ბორის ჯონსონი და ტერეზა მეი. ცერემონიის დასრულების შემდეგ მეფედ კურთხევის პროკლამაცია წმინდა ჯეიმსის სასახლის აივნიდან გამოაცხადეს. ახალი მონარქის კურთხევასთან დაკავშირებით დღეს დედოფლის გარდაცვალების გამო დაშვებულ სახელმწიფო დროშებს ერთი დღით ისევ აწევენ. დიდი ბრიტანეთის დედოფალი, ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
გაერთიანებული სამეფოს ახალ მეფეს, ჩარლზ მესამეს გვირგვინი დაადგეს
გაერთიანებული სამეფოს ახალ მეფეს, ჩარლზ მესამეს გვირგვინი დაადგეს. ჩარლზ მესამეს წმინდა ედუარდის გვირგვინი კენტერბერის არქიეპისკოპოსმა დაადგა, რის შემდეგაც დარბაზში მყოფებმა ახალი მეფისადმი პატივისცემა გამოხატეს სიტყვებით - „ღმერთო დაიფარე მეფე“. კორონაციის ცერემონია უესტმინსტერის სააბატოში მიმდინარეობს. ახალი მეფის კორონაცია გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით საზეიმო ზალპებით აღნიშნეს. მონარქად კურთხევის ცერემონიისას წმინდა პეტრეს სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდნენ ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, ამერიკის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი, ასევე უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. საქართველოს კი ბრიტანეთში პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენდა. დღევანდელ ცერემონიაზე 2000-ზე მეტი სტუმარი იყო მოწვეული.