გაერთიანებული სამეფოს ახალ მონარქად ჩარლზ მესამე ოფიციალურად გამოაცხადეს. მეფედ კურთხევის ცერემონია წმინდა ჯეიმსის სასახლეში გაიმართა, სადაც დიდი ბრიტანეთის ახალმა მეფემ ქვეყნის ერთგულების ფიცი დადო.
სასახლეში შეკრებილია საბჭო, რომელიც შედგება სამეფო ოჯახის წევრებისგან, პრემიერ-მინისტრისგან და სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსებისგან. სასახლეში იმყოფებიან კენტერბერის მთავარეპისკოპოსი და სხვა სასულიერო პირები, ასევე გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრები - გორდონ ბრაუნი, დევიდ კამერონი, ბორის ჯონსონი და ტერეზა მეი.
ცერემონიის დასრულების შემდეგ მეფედ კურთხევის პროკლამაცია წმინდა ჯეიმსის სასახლის აივნიდან გამოაცხადეს. ახალი მონარქის კურთხევასთან დაკავშირებით დღეს დედოფლის გარდაცვალების გამო დაშვებულ სახელმწიფო დროშებს ერთი დღით ისევ აწევენ.