თეგი: ჩიკაგო
ჩიკაგოს გარეუბანში სროლისას, 6 ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაშავდა
ჩიკაგოს გარეუბანში, ჰაილენდ პარკში, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ აღლუმზე სროლისას, 6 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 24 დაშავდა. 16 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. ამ დროისთვის, სროლაში ეჭვმიტანილი სამართალდამცველებს არ დაუკავებიათ. ერთ-ერთი მოწმის ჩვენებით, სროლისას თავდამსხმელი, შენობის სახურავზე იმყოფებოდა, იუწყება CBS News. სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილის ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი პირი 18-20 წლის თეთრკანიანი მამაკაცია. ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, უსაფრთხო ადგილს შეაფარონ თავი, ვინაიდან ინციდენტი ჯერ ამოწურული არ არის.
პოლიციამ ჩიკაგოსთან მომხდარ მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა
პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც ჩიკაგოს შემოგარენში, ჰაილენდ პარკში მომხდარ მასობრივ მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ჩიკაგოს გარეუბანში სროლისას, 6 ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაშავდა მოწმეთა ჩვენებების და სხვა ინფორმაციის მიხედვით დაწყებული ძებნის ოპერაციის შედეგად, პოლიციამ 4 ივლისს, საღამოს დააკავა ეჭვმიტანილი, რომელიც საკუთარი ავტომანქანით ქალაქ ლეიკ-ფორესტის მახლობლად გადაადგილდებოდა. ილინოისის შტატის პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია ადგილობრივი მკვიდრი, 22 წლის რობერტ კრიმო. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. 4 ივლისს დილით, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის დაწყებიდან მალევე, ერთ-ერთი შენობის სახურავზე მყოფმა პირმა სროლა დაიწყო, 6 ადამიანი მოკლა, 30-მდე დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. პოლიციამ სახურავზე დატოვებული შაშხანა აღმოაჩინა.