ჩიკაგოს გარეუბანში, ჰაილენდ პარკში, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ აღლუმზე სროლისას, 6 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 24 დაშავდა. 16 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.
ამ დროისთვის, სროლაში ეჭვმიტანილი სამართალდამცველებს არ დაუკავებიათ.
ერთ-ერთი მოწმის ჩვენებით, სროლისას თავდამსხმელი, შენობის სახურავზე იმყოფებოდა, იუწყება CBS News.
სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილის ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი პირი 18-20 წლის თეთრკანიანი მამაკაცია. ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, უსაფრთხო ადგილს შეაფარონ თავი, ვინაიდან ინციდენტი ჯერ ამოწურული არ არის.