თეგი: ძიუდო

ბექა ღვინიაშვილი აბუ დაბის გრან-სლემის გამარჯვებულია

ქართველმა ძიუდოისტმა, ბექა ღვინიაშვილმა 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში აბუ დაბის გრან-სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მან ფრანგი ლორის ტასირი 43 წამში შესრულებული იპონით დაამარცხა. ამასთან, სოფიო სომხიშვილი აბუ-დაბის გრან სლემზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

საქართველოს ნაკრებმა პარიზის გრან სლემზე საერთო გუნდურ ჩათვლაში ვაჟთა შორის პირველი ადგილი დაიკავა

პარიზში ძიუდოს გრან სლემზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ფინალში გერმანელი ტიმო კუველიუსი იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა. ლუკა მაისურაძემ (90კგ), რომელმაც მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ჩეხი დავიდ კლამერტი დაამარცხა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გუშინ კი, ლაშა შავდათუაშვილმა 2022 წლის შედეგი გაიმეორა და პარიზის გრან სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა. საქართველოს ნაკრებმა პარიზის გრან სლემზე საერთო გუნდურ ჩათვლაში ვაჟთა შორის პირველი ადგილი დაიკავა.  

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა საფრანგეთში გამართულ ევროპის ემპიონატზე ოთხი ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა საფრანგეთში გამართულ ევროპის 2023 წლის ჩემპიონატზე ოთხი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ), ლაშა ბექაურმა (90 კგ), ილია სულამანიძემ (100 კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) ფინალის გზაზე ყველა მეტოქეს აჯობეს. საჩემპიონო ბრძოლაში კი ოთხივე დამარცხდა. ევროპის ჩემპიონატის საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მეცხრე ადგილზე გავიდა.