დიმიტრი აბდუშელიშვილმა ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ილია სულამანიძესა და ტურნირის პრიზიორებს მედლები პირადად გადასცა

ბაქოში, ძიუდოს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი აბდუშელიშვილმა -100 კგ წონით კატეგორიაში გამარჯვებულ ილია სულამანიძეს ოქროს მედალი, ხოლო ტურნირის სხვა პრიზიორებს ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები გადასცა. მან ქართველ სპორტსმენებს უმნიშვნელოვანესი წარმატება პირადად მიულოცა.


როგორც ცნობილია, ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა უკვე ოთხი მედალი მოიპოვა.


ოქროს მედლები ილია სულამანიძისა და ტატო გრიგალაშვილის, ხოლო ვერცხლის მედალი ეთერ ლიპარტელიანის ანგარიშზეა.


ბრინჯაოს მედალი კი გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა.