თეგი: წვევამდელები
რუსეთმა უკრაიაში „სამხედრო ოპერაციაში“ წვევამდელების მონაწილეობის ფაქტი აღიარა - Reuters
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოთხშაბათს აღიარა, რომ ზოგიერთი წვევამდელი უკრაინასთან ომში მონაწილეობდა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. პუტინის პრესმდივან დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტო RIA-მ დაწერა, რომ „პუტინმა უბრძანა სამხედრო პროკურორებს, გამოეძიებინათ საქმე და დაესაჯათ ის თანამდებობის პირები, რომლებიც არ დაემორჩილნენ მის მითითებებს, რომ „სამხედრო ოპერაციაში“ წვევამდელების მონაწილეობა გამოერიცხათ“. „სამწუხაროდ, უკრაინაში მიმდინარე „სამხედრო ოპერაციაში“ ჩვენ რამდენიმე წვევამდელის ყოფნის ფაქტი აღმოვაჩინეთ. პრაქტიკულად, ყველა ასეთი ჯარისკაცი უკვე გაყვანილია“, - აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და პირობას დებს, რომ მსგავს ფაქტს მომავალში თავიდან აიცილებს. მანამდე, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ უკრაინაში მხოლოდ პროფესიონალი ჯარისკაცები და ოფიცრები გაგზავნეს.
წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ჩამოყალიბება იგეგმება
წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ჩამოყალიბება იგეგმება, რომლის ვადა 12-ის ნაცვლად, 8 თვე განისაზღვრება. საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ახალგაზრდებს მაღალი დონის საწყის საბრძოლო მომზადების გავლის შესაძლებლობა ექნებათ. „მისი გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ახალგაზრდები მაღალი დონის საწყის საბრძოლო მომზადებას (BCT) გაივლიან, სამსახურის პერიოდში მხოლოდ სამხედრო ამოცანებს შეასრულებენ და ამით სარეზერვო სამსახურისთვის შესაბამისი ბაზა შეიქმნება. საბოლოო ჯამში, ეს ნიშნავს ახალგაზრდებისთვის მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მათთვის აუცილებელი სამხედრო უნარ-ჩვევების გამომუშავებას და ქვეყნის მზარდ უსაფრთხოებას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
26 მაისს, წელს პირველად, ფიცს წვევამდელები თბილისსა და 10 ქალაქში დადებენ
26 მაისს, წელს პირველად, ფიცს წვევამდელები თბილისსა და 10 ქალაქში დადებენ. 17:10 საათზე კი, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს, თავისუფლების მოედანზე 300 ბავშვი საქართველოს ჰიმნს შეასრულებს. მთავრობის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მოეწყობა სხვადასხვა სივრცეები, მათ შორის შემეცნებითი, გასართობი, სპორტული, საბავშვო. მოეწყობა ლიტერატურული კაფეები, სადაც მწერლები და პოეტები იქნებიან წარმოდგენილები. მთელი დღის განმავლობაში, რუსთაველის გამზირზე ასევე მოეწყობა სტარტაპერების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 15 ქალაქში სხვადასხვა უწყებების სტენდები იქნება წარმოდგენილი. მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ კუთხეს აჭარაში წარმოადგენს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად კი ზუგდიდსა და თელავში იქნება წარმოდგენილი. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, გალა -კონცერტით დასრულდება.